ნაილ ჰორანი დაიბადა 1993 - TopicsExpress



          

ნაილ ჰორანი დაიბადა 1993 წლის 13 სექტემბერს, ირლანდიაში, მულინგარში, Bobby Horan-ისა და Maura Gallagher-ის ოჯახში. მას ჰყავს ერთადერთი ძმა გრეგი. ბობი და მაურა დაშორდნენ 1998 წელს, როცა ნაილი იყო 5 წლის. იგი ცხოვრობდა ორივე მშობლის სახლში, სანამ არ გადაწყვიტა, რომ მულინგარში დარჩენა საუკეთესო გამოსავალი იყო, ვინაიდან ყველა მისი მეგობარი ცხოვრობდა იქ. ნაილი სწავლობდა მულინგარში Coláiste Mhuire სკოლაში. 2010 წელს 16 წლის ასაკში ნაილმა მონაწილეობა მიიღო დუბლიში გამართულ X Factor-ში, სადაც იმღერა ”So Sick”. მან ჟიურისგან სხვადასხვანაირი შეფასება მიიღო. ნაილი იყო Louis Walsh-ის ფავორიტი, თუმცა Cheryl Cole და Katy Perry თვლიდნენ, რომ მას კვლავ სჭირდებოდა დრო გასაზრდელად. სიმონმა, კეითმა და ლუისმა დადებითი შეფასება მისცეს მას, ხოლო დანარჩენმა - უარყოფითი. საბოლოო გადაწყვეტილებით იგი გადავიდა შემდეგ ტურში. სანამ ნაილი X Factor-ში გამოჩნდებოდა ის ხვდებოდა Holly Scally-ს, მაგრამ მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა, ვინაიდან ნაილს თავის კარიერაზე კონცენტრირება სურდა. მოგვიანებით მრავალი ჭორი იყო ნაილის ურთიერთობების შესახებ, გასაკუთრებით Demi Lovato-სა და Amy Green-თან დაკავშირებით.
Posted on: Thu, 03 Oct 2013 06:43:37 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015