ბატონო საშა, არ ვიცი რა - TopicsExpress



          

ბატონო საშა, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებთ რამდენიმე საათის წინ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, მაგრამ სულერთია. ნუ ჩათვლით რომ რამეს გასწავლით, გნებავთ ჩათვალეთ, ფეხბურთი თუ არ მითამაშია თქვენს დონეზე, არც თქვენზე და არც არავისზე ნაკლებად არ მიყვარს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, ბოლო წლებში გინდ სტადიონზე და გინდ ტელევიზორში თქვენზე მეტი მატჩი მაქვს ნანახი. თქვენ მოახერხეთ და საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო თაობა შედეგის გარეშე დატოვეთ, თანაც ორჯერ და დღეს საბოლოოდ გააფორმეთ, რომ ამ ორს კიდევ ერთი დაუმატეთ, უკვე ახალი თაობა - მთლად ძველებივით მაგარი თუ არა, ბოლო წლებში აშკარად საუკეთესო. თქვენ შეძელით და გიორგი ქინქლაძით, არველაძეებით, ქეცბაიათი, ჯამარაულით და კიდევ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელით, ახლა მათთნაირებზე ოცნებასაც რომ აზრი აღარ აქვს, 96 წელს 7 მატჩიანი წაგებების სერია გამოაცხეთ (ამხანაგურებიანად), მოხერხება უნდა ამას დამიჯერეთ, ბევრი ვერ შეძლებდა... არც ის გაგჭირვებიათ, რომ წელს, ეროვნულის რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერების შემდეგ ჭანტურია-ყაზაიშვილ-ანანიძე-სხირტლაძით გუნდში ერთი ნორმალური საგოლე კომბინაცია არ გაგითამაშებიათ და თბილისში 0-6 წააგეთ, სულერთია ვისთან, ფაქტია თვითონ ძალიან საინტერესო... ხვდებით მაინც, რომ 21 წლამდელების მწვრთნელის ამოცანა მხოლოდ ეროვნულისთვის კადრების მომზადება არაა? ეს ის ასაკია, რომელში წარმატება და ფინალურ ეტაპებზე თამაში მსოფლიო კლუბების, სკაუტების უდიდეს ყურადღებას იწვევს და ეს დღეს ცალკე ამ ბიჭებისთვის და ცალკე ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია? გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი გუნდების თამაშებში არც არასდროს ჩანდა და არც ახლა ჩანს ის, რასაც მწვრთნელის ნამუშევარი ჰქვია და უბრალოდ გაგიმართლათ, რომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ორი საუკეთესო თაობის გაწვრთნა მოგიწიათ, თორემ შეიძლებოდა კარიერაში ვერცერთი მატჩი ვერ მოგეგოთ?
Posted on: Mon, 18 Nov 2013 15:30:01 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015