დგანან უცხო დღეები, შენი - TopicsExpress



          

დგანან უცხო დღეები, შენი მწიფე ქარიზმა. ვარდი მონაღერები მოიძულა მაისმა... რადგან ჩემი სიტყვები შენგან ისე შორია, მდუმარებამ დაფარა მთელი ტერიტორია. რადგან ჩემგან წასული ფიქრით მომეხიზნები. დაგავიწყდა წარსული, დოგმა, კატეხიზმები. დააბიჯებს მიწაზე ასეთი ათასები, გამორჩეულს უყვარდი, შენ კი ვერ აფასებდი... ფიქრი ჩემი, ტოტიდან აფრენილი გნოლია, დგანან უცხო დღეები, მწიფე მელანქოლია...
Posted on: Wed, 13 Nov 2013 10:33:13 +0000

© 2015