ივანე ჯავახიშვილის - TopicsExpress



          

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ”განათლების კვირეულს“ თსუ-ში. კვირეულზე მოწვეულნი არიან თბილისის შემდეგი საგანმანათლებლო ცენტრები: 1) გოეთე 2) BDC აკადემია 3) Royal English Centre 4) edu-guide.ge 5) British House 6) Oxsford House 7) Unique Learning 8) Leaf 9) Queen English 10) კვალი 11) ELL 11) British Centre 13) helping Hand 14) Carmen 15) Cambridge House 16) Cambridge Study აქ წარმოდგენილი ცენტრები პრეზენტაციების საშუალებით სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ. იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმი. პრეზენტაცია-გამოფენა გაგრძელდება 4 საათის განმავლობაში. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ცენტრი გაათამაშებს უფასო სასწავლო პაკეტს, რაც ნებისმიერი სტუდენტისათვის სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. გათვალსიწინებულია სხვა წამახალსიებელი პრიზებიც. კვირეულის ფარგლებში მოხდება ორი ახალი ჟურნალის – „თსუ მეცნიერების“ და „სტუდენტური ამბების“ (Studinfo.ge) პრეზენტაციაც. კვირეული გაიხსნება 13 ივნისს, ხუთშაბათს 12 საათზე. თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში. წინ სასიამოვნო და ინფორმაციულად დატვირთული დღე გელით. გელოდებით ყველას !!!
Posted on: Tue, 11 Jun 2013 20:43:01 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015