"ლიბერთი ბანკი" აცხადებს - TopicsExpress



          

"ლიბერთი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას განვადების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი მოვალეობები: * "ლიბერთი ბანკის" სხვადასხვა პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბანკის პოტენციურ და არსებულ კლიენტებზე საგანვადებო კრედიტის შეთავაზება და მომსახურების გაწევა; * განვადების განაცხადის შევსება და საკრედიტო რისკების ჯგუფთან გადაგზავნა; * განვადების გაცემა; * ჯვარედინი პროდუქტების შეთავაზება ბანკის პოტენციური და არსებული კლიენტებისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: * იმავე ან მსგავს პოზიციაზე მიღებული სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; * უმაღლესი განათლება (სასურველია - ტექნიკური, საბანკო ან საფინანსო განხრით); * კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა; * კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ–ჩვევები (MS Word, MS Excel). პიროვნული უნარები: * ენერგიულობა; * კომუნიკაბელურობა; * დარწმუნების უნარი; * ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; * სისხარტე; * პრეზენტაციის წარმართვის უნარი; * აზროვნების სისწრაფე; * პასუხისმგებლობის გრძნობა; * გუნდური მუშაობის უნარი; * სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა. სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განრიგი; ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს დამატებული გამომუშავებული ბონუსები. დაინტერესებულმა პირებმა გაგზავნეთ CV ფოტოსურათით ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2013 წლის 30 აგვისტომდე,სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
Posted on: Thu, 15 Aug 2013 09:01:21 +0000

© 2015