მეხსიერების მუდმივობა - TopicsExpress



          

მეხსიერების მუდმივობა 26 როგორ უნდოდა ეწვიმა, როგორ უნდოდა წამოსული, ვერ გაჩერებული ცრემლები წვიმას დაეფარა. როგორ უნდოდა მისი ხმის გაგონება, ერთხელ მაინც დაეძახა, მძიმედ მიადგავდა ნაბიჯებს და გრძნობდა რო ყველაფერი იმ სახლში, მასთან დატოვა. ახლა გაძარცული და გაუბედურებული ბრუნდებოდა, არც იცოდა სად, როგორ შეიძლება დაბრუნდე იქ სადაც არაფერია შენი, ფეხით არ ახსოვს რამდენი იარა, ან სად იარა, ასე ცარიელი და გამოფიტული არასოდეს ყოფილა, ყოველთვის ჰქონდა რაღაც რასაც ჩაეჭიდებოდა, როცა ბარბარეს ცოლად მოყვანა გადაწყვიტა ამ მიზანს ეჭიდებოდა და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის, პატიების სურვილი კლავდა და იმით ცხოვრობდა, ახლა, ვერაფერს ეჭიდებოდა, არაფერს ხედავდა ირგვლივ რაც ოდნავ მაინც დაუწყნარებდა ატეხილ გრძნობებს. როგორ უჭირდა ამის მოთხმენა, როგორ ენატრებოდა უკვე, რამენიმე წუთში მონატრების ტალღამ ისე გადაუარა რო ეგონა ძვლები დაემსხვრა., შეაკანკალა და ბეწებში მოხარა ამ ტკივილმა.იქვე ბორდიულზე ჩამოჯდა, ეღიმებოდა, ეტირებოდა, ენატრებოდა, სულ კუდიანი ეფიქრებოდა, ტაძართან მივიდა, შესვლა ვერ გაბედა დიდ ხანს იდგა გაბრუებული, ყველა გრ ძობისგან აჯანყებული სული და მაინც ყველაზე ცარიელი. სახლამდე ძლივს მიტანილი სხეული, მის ოთახში უადამიანობას შემსკდარი სული და ყოველი ნივთისგან გამოწვეული ტკივილი, ყველაფერი მის თავს ახსენებდა, მისი სურნელი ჯერ ისევ იდგა, საწოლთანნ ჩაკეცილი ოშხარელი და მწარე რეალობისგან დაშლილი სხეული. ........................... -სანდრო შეიძლება გელაპარაკო? კაფეში შევიდა ნიკა და ალექსანდრეს მხარზე ხელი დაადო. ამ შეხებამ შეაკრთო ოშხარელი და უხერხულად შეიშმუშნა, მას მერე პირველად ელაპარაკებოდა მამამისს. -სანდრო ხო ხვდები რო ბევრი გვაქ სალაპარაკო? -არა ნიკოლოზ არ მგონია რამე გვქონდეს, სანდრომ მაგიდის გადაწმენდა გააგრძელა. -ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს იმის თქმა რასაც ვფიქრობ ალექსანდრე, ხო იცი რო ასე ლაპარაკი არც არასოდეს შემეძლო, მაგრამ ახლა უნდა გავარკვიოთ რო როგორმე მოვისვენო. -ნიკოლოზ არაფრის გარკვევა არაა საჭირო, მე არ ვარ გაბრაზებული, არც ნაწყენი საერთოდ არაფერი, ამიტო არც ჩემთან ლაპარაკს აქვს აზრი, სანდროს ფერმკრთალი სახე ნიკას გულს უკლავდა, ორმა წელმა საშინლად დააბერა, მოტეხა და გამოფიტა. იმ დღის მერე რაც სანდრომ ბარბარე დატოვა, დატოვა მასტან ერთად ყველაფერი, ყველა განცდა კარგიც და ცუდიც, ახლა უემოციო ბერიკაცს უფრო გავდა ვიდრე იმ ალექსანდრე ოშხარელს ვისაც ბაბუამისმა დიდი ხნის განმავლობაში ჭედდა. ახლა გულგრილად, უემოციოდ შეეძლო ვინმესთვის ხმამაღლა ლაპარაკის მოთმენა, არც ვინმესთან უჩხუბია ამდენი წლის მანძჳლზე, უბრალოდ არ აინტერესებდა, არ ფიქრობდა რამეზე, ქეთოსთან და გიოსტან თუ გავდა ცოტათი იმ ალექსანდრეს. -მე ყველაფერს დაგიბრუნებ. -რას დამიბრუნებ ნიკოლოზ? გგონია ახლა რამე მჭირდება, სანდროს გაღიმა, ღიმილით, რომელიც იტევს ყველა ტკივილს და ცხოვრების ყველა ამაოებას. -მარტო ფულს არ ვგულისხმობ სანდრო, ნიკა ფეხზე ძივს იდგა. იქვე მაგიდას მიეყრდნო და მძჳმედ გააგრძელა.- 2 წელი და 4 თვეა არ მძჳნებია ნორმალურად, მგონია რო რაღაც მგუდავს, მახრჩობს, მთელი ძალით შემომეხვევა ყელზე და ისე მქაჩავს რო არც მოვკვდე და არც ცოცხალი დავრჩე, ვებრძვი მაგრამ ვიცი რო აზრი არ აქ, ეს გრძნობა შიგნიდან მღრნის, სინდისი მაგიჟებს იმის გამო რო ასე დაგტანჯე გაწვალე, იმ სიტყვებისთვის რაც გითხარი და ამ ყველაფერს ის მიმძიმებს რო ყველაფერზე მეტად მიყვარხარ და ასე რო გიყურებ მირჩევნია მოვკვდე. სანდრო მეტს ვერ უძლებდა ნიკა უღწერდა იმას რასაც უკვე 6 წელია ყოველ ღამე განიცდიდა და აგიჟებდა. -მოიცადე, არ გინდა გთხოვ, ოღონდ ეგ არა, არ ინერვიულო გთხოვ მე აღარც მახსოვს, გეფიცები. ნიკას ჩაეღიმა სანდროს აკანკალებულ ხმაზე, მის თვალებზე და ამხელა გულზე. -მაპატიე, ის დღე მაპატიე და ყველა დანარჩენი, მაპატიე რო როცა ყველაზე მეტად გინდოდა, გჭირდებოდა მამა გვერდით არ გედგა, პირიქით საპირისპირო მხარეს და ბოლომდე წიხლს გაჭერდა, ორი წელია ვცდილობ რამე ავაწყო, რო ყველაფერი დაგიბრუნო რაც ჩემ გამო დაკარგე, ისიც ვიცი რო შენთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ მე მინდა ჩემთვის რო ოდნავ მაინც დამიწყნარდეს სული. -მამა, ამ სიტყვაზე სანდრო შეკრთა, ახლაღა მიხვდა რო ამდენი ხანია ეს სიტყვა არ უთქვამს და ახლაც წამოცდა, ნიკას კაპილარებში სითბო ჩაეღვარა. -მამა, კიდე გაიმეორა და მოეხვია, -ყველაფერს გაფიცებ ჩემზე არ ინერვიულო, არც იმ დღეზე, არც ის იფიქრო რო რამე გაქვს საპატიებელი, ისე მოიქეცი როგორც სწორად მიგაჩნდა, არც იმაში დაადანაშაულო თავი რო უტა მოკლეს ეგ შენი ბრალი არ იყო, უბრალოდ ასეთი რამეები ხდება და სამწუხაროდ ჩვენმა ოჯახმა ვერ გაუძლო, ყველა ჩვენებურად დავიშალეთ და ოჯახიც დავშალეთ, უტას სიკვდილმა ყველაფერი გაგვინადგურა, ერთი შეხედვით ჩადუღაბებული ურთიერთობები სწრაფად დაიშალა, ესეც რაღაც კანონზომიერებაა მამა, ესეც ბედია ალბათ, არ ვიცი, მაგრამ შენ არ დაიდანაშაულო თავი გევედრები, არ მინდა იმას გრძ ობდე, ერთი დღეც ვერ გიმეტებ ამისთვის რაც ამდენი ხანია გაუჩერებლად მტანჯავს. ნიკას ყველაფერი აეწვა. -მე ვერ შევძელი შემენარჩუნებინეთ, უტას მერე მეგონა რო ყველაფერი სულ ერთი იყო, საშინლად მრცხვენია რო ოჯახი დაგანაწევრეთ, არადა შენ და დედა ყოველთვის ელოდით ჩემგან რო საბოლოო სიტყვას ვიტყოდი, გაიძულებდით რო ცხოვრება გაგეგრძელებინათ უტასთან ერთად ოღონდ გულშჳ და არა ასე აჩრდილივით მის სულთან. მე კი იმედები გაგიცრუეთ. შენ ყოველთვის გემახსოვრება რო მე ვერ დამეყრდენი, ჩემი პირდაპირი მოვალეობა იყო შენ გვერდით ვყოფილიყავი მე კი... -მამა მორჩა გესმის, დამტავრდა, ახლა წადი დედა ნახე, სადმე დაპატიჟე, უარს გეტყვის, მაგრამ საბოლოოდ ჩაიზე შეგიპატიჯებს, იფიქრებს რო ყავა საზიანოა, ილაპარაკებთ, მეც მალე მოვალ, და არ გინდა დამიჯერე რო მე გაპატიე, მაშინვე, შენ მამა ჩემი ხარ და სისხლი ისე გვაკავშირებს რო არაფერს შეუძლია ამის გაწყვეტა თუ კი ოდნავ აზროვნების უნარი გვაქ. -მეამაყები. მამაჩემს მადლობას ვერასდროს გადავუხდი ასეთი რო მყავხარ, ნიკამ ცრემლი ვერ შეიკავა, სანდრო მოეხვია თეთრ თმებზე ეფერებოდა და ეღიმებოდა ............... -სანდრიკ სად ხარ? ტელეფონზე ბექას მოულოდნელი ხმა გაისმა, ისე იყო ოშხარელი დაღლილი რო ძლივს ამოილუღლუღა სახლშიო. ბიჭებმა იცოდნენ რო იმ დღეს ბარბარე უნდა წაეყვანა სახლში და როგორ ცუდად იქნებოდა, ის 2 წელი ამოიწურა რაც სანდრომ თავის ტავს და ბარბარეს დაუდგინა და სანდროსაც ყველანაირი ენერგია დაეშრიტა, აღარც ემოციული და აღარც ფიზიკური ძალა გააჩნდა. ბიჭები თავზე დაადგნენ, უფრო დაახტნენ, ლევანი კამერით იყო და საწოლთან ჩაკეცილ ლექსოს უღებდა, ბექა თმებს უჩეჩავდა, ცდილობდა მხიარული ყოფილიყო, მაგრამ სანდროს სახეს რო უყურებდა არაფრის თავი არ ჰქონდა ყველაზე დიდ მასხარას და აღარც სხვებს. ჯაბა გვერდით მიუჯდა, უხმოდ უხმაუროდ, რამდენიმე წუთი არც ერთი იღებდა ხმას, მერე თორნიკემ დაიწყო. -ლექსო როგორ ხარ? -უამინდოდ. კისერი გადაწია ალექსანდრემ. -არაფერი გითხრა? კითხვა შეაპარა ბექამ დაწვრილებული ხმით. -მშვიდობითო. -მერე რა რა უნდა ახლა უნდა იზრუნო იმაზე რო ეგ „მშვიდობით“ „ნახვამდით“ გადააკეთო და მერე.... მერე უფრო გაადვილდება. -აუ ლევან ეგრე მარტივი რო იყოს. -კარგი რა სანდრინიო როდიდან დაიწყე მორცხვობა? ადექი და მიდი დაელაპარაკე, იმას რა დამაჯერებს რო გერიდება. -მე მას პირობა მივეცი და ვერ გავტეხ......... გაუტეხელმა ფიცმა მთლიანად გატეხა ჯალათი, ყოველი დღე ერთნაირი იყო, ბნელი, უემოციო და დამქანცველი. ღამე კი შეუდარებლად მტანჯველი,ნაწილებად შლიდა, ამსხვრევდა და თითქოს კაპილარები ასკდებოდა. მხოლოდ იმიტო იჯდა ბიჭებთან რო უნდა მჯდარიყო, მხოლოდ იმიტო ისმენდა მათ ხუმრობას რო ესმოდა, სინამდვილეში არც სულით და არც გონებით იქ არ იყო, თვითონაც არ იცოდა სად იყო. ამ ყველაფერს საშინელი სიზმრები დაერთო უკვე ძილიც აღარ იყო ამ ცხოვრებიდან ცოტა ხნით დასვენების საშუალება, გაფითრებული იღვიძებდა რამდენიმე წითი იმაზე ფიქრობდა რა იყო სიმარზთლე და რა სიზმარი ბიჭებთან ხუმრობდა ძალით, უკვე ერიდებოდა ასეთი სახით ჯდომა და თავს ძალას ატანდა, ისინიც არ ეშვებოდნენ ყველგან ექაჩებოდნენ, ბექა ტავის ამბებს ყვებოდა გვანცაზე იმდნს ლაპარაკობდა ბოლომდე ვერავინ ძლებდა რო მოესმინათ. -რამდენი წლისაა ბექა? კითხა ალექსანდრემ რო ცოტა შეეწყვეტინებინა ლაპარაკი. -20 ის მესამე კურსზეა, არ ჩამქოლოთ და იურიდიულზე, გაიცინა ბექულიუსმა. -აუ რა იურისტი კარგი რა, ამდენი იურისტის დანახვა აღარ შემიძლია, წუწუნებდა თორნიკე. -მოიცადე გვანცა თოლორდავა? ალექსანდრე გამოერკვა და გამომცდელად შეხედა ბექას. -შენ რა იცი? წარბები შეყარა ბექამ. -ჩემი მამიდაშვილია! -აუ ახლა მოიცადე სვანურად არ გამიჭედო თორე დაგახრჩობ იცოდე ოშხარელი.ბექა ანერვიულდა მაგრამ ენას მაინც არ აჩერებდა, -არ გაგიჭედავ, მაგრამ იცოდე რო ბეწვის ხიდზე გადიხარ, ოდნავ მაინც რო აწყენინო. -ოეეეე სანდრიკუნა ნუ მემუქრებიო თორემ ყურებს დაგაჭრი, მე კიდე მოტაცებას ვაპირებდი... -როგორ გაგივითარდა იუმორი, დაგესლა სანდრომ. -იუმორი კი არა მართლა ვამბობ, მოიღუშა ბექა. -რას ამბობ მართლა? ხო არ გაგიჟდი? გაეცინა სანდროს. ციხიდან ვერ გამოგათრევთ და შენთვის დამიჯერე იქ ყოფნა აჯობებს თორე თავს მოგაჭრი ეგ რო გააკეთო. -აი ბექაზე იქნებოდა ის მუხლი ზედ გამოჭრილი რო ამოიღეს, მგონი 184 იყო "ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით" ჩაიქირქილა თორნიკემ. -რა იდიოტური მუხლი იყო. -ხო აბა სულ არ გაგჩენია სურვილი, ერთმანეთს ასკდებოდნენ ბიჭები ბექას სახის გამო. -იმედია სანდრინიო ხვალე შენტან რო მოვალ გვანცაც იქ დამხვდება, ძალიან მოენატრა ბიძაშვილი თურმე. აათამაშა ხელები ბექამ. -რა თავხედია ეს ნახეთ, პროფესია ხო არ შევიცვალო და მაჭანკლობაც დავიწყო? -არა ახლა მაგდენს ვერ მოგთხოვ სანდრიკუნა და ისე მაგას რო შეასრულებ მერე მოვიფიქრებ კიდე რამეს.საღამოს რა თქმა უნდა გაიარა ბექამ სანდროსთან თან თორნიკე სულ ძალით წაათრია, მარტო მისვლა არ უნდოდა, და სანდრომაც რა თქმა უნდა სრულიად "შემთხვევით" დაახვედრა გვანცა, რომელსაც მეორე დღეს გამოცდა ჰქონდა და კაბინეტიდან არ გამოსულა. უბრალოდ ხათრი ვერ გაუტეხა ალექსანდრეს და ამიტო მივიდა მასთან, ბექას კი გაუხარდა რო გაიგო იქ იყო, მაგრამ მისი ყოფნის აზრი ვერ დაიჭირა, საერთოდ არ ჩამოსულა. -იმან სულ ამდენი უნდა იმეცადინოს? გაოცებულს აღმოხდა -ჯობია იმეცადინოს თორემ შენზე უარესია იმდენი ლაპარაკი უყვარს, გაეცინა ალექსანდრეს. -ვის? გვანცას უყვარს ლაპარაკი? ორი წინადადება ვერ გადააბა მე რო დაველაპარაკე, ნუ მატყუებ რაღაცას. -დაიბნა რა გჭირს ბექა შენ რო დაგინახა აბა რა გეგონა.ბექას ესიამოვნა თუ მიზეზი მართლა ეს იყო და სასაცილოდ გაიჭიმა, როცა სანდროს დამატებული სიტყვები გაანალიზა. -დაიბნეოდა აბა შენნაირი მასხარა თუ არსებობდა წარმოდგენა არ ექნებოდა, თან დარწმუნებული ვარ ასე გიჟჳვით მივარდებოდი და ლაპარაკს დაუწყებდი. -ოჰოჰოჰო, გამომივიდა აქ ბრძნადმეტყველი, უთხარი რო ჩამოვიდეს თორე მე ავალ და საერთოდ დამელაპარაკოს, ასე როგორ შეიძლება, გაგიჟდება ამდენი სწავლა არ შეიძლება. თავს მარიდებს ჯერ ასეთი ურთიერთობებისთვის არ მცალიაო.. -მერე შენ რა უთხარი? გაეცინა სანდროს. -როცა მოიცლი შენ ტოლებს უკვე შვილიშვილები ეყოლება-მეთქი. თორნიკესაც კი გაეცინა თანაც გულიანად ბექას პასუხზე. -ყურს რო დააკლდება აი მაშინ გამოგყვება მხოლოდ, აბა სხვანაირად შენ რო გისმინოს გიჟი უნდა იყოს რო შეუყვარდე. -ვირაცას მწარე ენაზე წიწაკა მოუყრია და ახლა ამ ყველაფერს აფრქვევს, თორნიკე რა არის ერთი ვერ გავიგეე.... გაიბუტა ბექა. -კარგი ახლა როგორ დავიჯერო რო 20 წუთი არ ჩამოვა, ვითომ მე არაფერი ვიცი უთხარი ჩამოვიდეს და მე გპირდები ჰოლივუდის გაკვირვებას აღვიბეჭდავ სახეზე მისი დანახვისგან გამოწვეულს, ოსკარი არ დაგავიწყდეთ მეე რო გადმომცეთ, საუკეთესო გაკვირვებულის როლის შესრულებისთვის. -ოსკარი არ ვიცი და შეიძლება თავში რამე მოგხვდეს იმ გოგოსგან თუ ეგრე ხმამაღლა ილაპარაკებ. ბიჭებმა მთელი სამოქმედო გეგმა გაწერეს როგორ უნდა გამოეყვანათ გვანცა ოთახიდან თანაც ისე რო ეჭვი არ გაჩენოდათ, სანდრომ უცბად მოკრა თვალი პატარა ფეხებს გაუჩერებლად რო დახტუნაობდა სამზარეულოში და ჩაეღიმა. -ქეთუშა მოდი ჩემთან. პატარა ფეხები, სასაცილო ჯინსის მოკლე კაბა რო ეცვა მაშინვე გამოიქცა. -ქო ცანდლო. კალთაშჳ ჩაუხტა ბიძამისს. -ქეთუშა ჩვენ მეგობარს ჭირდება დახმარება და შენზე კარგად ამას ვერავინ მოახერხებს. პატარა ქალმა ყველაფერს მალე აუღო ალღო და დიდი ენით უფრო რო დაეტკბო ოთახიდან გამოიყვანა მართალია ქსეროქსებით ხელში, მაგრამ მაინც, მასზე უფფრო მეტად მოლაპარაკე გვანცა, რომელიც ენას არ აჩუმებდა კიბეებზე, ყველაფერს ეკითხებოდა ქეთევანს, ბექა რო დაინახა ადგილზე გაშეშდა, მაგრამ ბექას უფრო მეტად გაკვირვებულმა სახემ შეაკრთო, სანდროს ეცინებოდა ბექას დაბნევაზე, სიტყვას ვერ აბავდა ერთმანეთს, ვერც გვანცა ამბობდა რამეს, ეს კიდე უფრო მეტად უკვირდა ოშხარელს, თავისი მამიდაშვილი და ასეთი ჩუმი არასოდეს ენახა, სოფელში „ბირჟაზე“ სულ ყველაფერს იკლებდნენ, გაუცერებლად ლაპარაკობდნენ, მხიარულობდნენ შუა ღამემდე, არც კი ეგონა რო რამეს შეეძო ასე დაედუმებინა ეს ორი არანორმალური. დღეები სულ ასე მიდიოდა, ბექას წუწუნი ამ ყველაფერზე, ლოდინი როდის მორჩებოდა ქალბატონი სწავლას, ცდა რო როგორმე გაემხიარულებინათ ოშხარელი, ერეკლესგან შეპარული ამბები კუდიანზე და მოუთმენელი გული რო კიდევ ერთი სიტყვა მაინც გაეგო, მაგრამ ისე რო სახეზე არაფერი შემჩნეოდა. ერთ დღეს ერეკლე სახეწაშლილი მივიდა კაფეში, როგორც ყოველთვის მალევე შეგროვდა მტელი ბანდა ბექას გაუჩერებელი ლაპარაკის ფონზე, ერეკლემ მძჳმედ დაიწყო. -ანიმ მითხრა სანდრო რო ბარბარე მიდის, სახეზე არანაირი ცვლილება, მაგრამ ეგონა რო გული გადმოხტომას ცდილობდა, არაფერი უპასუხია. -ინგლისში, მამამისი ერთ-ერთ ქალაქში კომპანიას ხსნის, მსგავს რაც საქართველოში და ლიტვაშჳ აქვს... -ერეკლე მე გიტხარი მომიყევი-მეთქი მამამისი რას ხსნის? -არ გინდა რა ახლა ალექსანდრე, ხო იცი რო ყველაფერს ვხედავთ და გეფიცები არ ვიცი რა გავაკეთო ასეთ დღეში რო არ გხედავდე. -უნდა მომკლა, ან მეხსიერება უნდა წამიშალო. გაბრაზებულმა თქვა და გარეთ გავიდა. ერეკლე მაშჳნვე გაყვა, იცოდა რა ცუდად იყო ალექსანდრე და უფრო და უფრო მძიმდებოდა. -ყველაზე ცუდი იცი რა არის? მე თვითონაც არ ვიცი რა მინდა ერეკლე, არ ვიცი -რაც არ უნდა იყოს მის გვერდით უკეთესად იყავი. -მაგრამ მე არ ვიცი ის როგორ იყო, არ შემიძლია მასტან ეგოისტი ვიყო, არ შემიძლია რო ოდნავ მაინც დავუშავო რამე, უკვე იმდენი გადავატანინე. ისიც არ ვიცი ერეკლე, უფრო სწორად ვიცი და მაგიტო ვარ ცუდად რო მასტან ყოფნა არ მინდა, ამას ვერ მოვიშჴრებ იმ განცდას რო მე მას უხეშად ვეხებოდი, რაღაცას ვაიძჲლებდი, ვერაფერს ვუზავ, 2 წელიწადი როგორ ცხოვრობდა რო გენახა, საწოლიც კი არ ჰქონდა, მისი ოთახი ცემენტით იყო მხოლოდ არაფერი საერთოდ არაფერი, შუქიც კი არა, მაგიჟებს ამაზე ფიქრი, მომდევნო ორი წელი კიდევ ვაიძულებდი ჩემტან ერთად ეცხოვრა, ესეც ხო იძულება იყო ისეთი არა, მაგრამ მაინც. -იმას რასაც შენ ამბობ მაფიქრებინებს რო ფსიქოლოგიური პრობლემები გაქ ალექსანდრე. არ შეიძლება ყველაფერს ასე მიუდგე, იდეალისტი ხარ და ვერ ეგუები რაღაც ხინჯი რო აქვს ურთიერთობას, რაღაც იდეას შეგიძია შეეწირო.მაგრამ შენ არ გაგიგია რო რაღაცას შეუძლია რაღაცა გადაწონოს? აჯობოს? დათრგუნოს? თუ გიყვარს დაანებე რა თავი ამ მეხსიერებას, უბრალოდ მასთან ცხოვრება ცადე, მისით ცხოვრება ცადე, მერე იმას მაინც არ ინანებ რო არ გიცდია. -ერეკლე ესე არაა, შენ რო გისმენ რუსთაველის სიტყვები მახსენდება "სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი", მაგრამ რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა, მე ასეთი ვარ, არ ვიცი მეტყობოდა თუ არა, მაგრამ ყოველთვის როცა ოჯახის შექმნაზე დავფიქრდებოდი და საკმაოდ ხშირად ეს ურთიერთობა სხვანაირი წარმომედგინა, "ქალი ან უნდა გააღმერთო ან უნდა მიატოვო, სხვა ყველაფერი სიყალბეა" ანალოგიურს უნდა გრძობდე მისგან, უნდა უყვარდე ყველაფერზე მეტად, როცა შეცდომას დაუშვებ უნდა გაგრძნობინოს, მაგრამ ნაზად, ჩხუბის, ყვირილის გარეშე, მაგრამ ისე რო სისხლი გაგეყინოს, რო გიყვარს აუცილებლად გაგეყინებაა.... ეს ყველაზე მეტად მოქმედებს, არ უნდა გემორჩილებოდეს და არც უნდა გეწინააღმდეგებოდეს, დროს უნდა არჩევდეს და შენც უნდა ურცევდე დროს რა დროს შეძლებს დაგითმოს და რა დროს შენ შეძლებ ამას, როცა ქორწინდები ეს არ ნიშნავს რო მეობას კარგავ, პირიქით უფრო მეტად უნდა იყო ინდივიდუალური, გამორცეული, მრავალმხრივი, ყოველ დრე შეიძლება აღმოაჩინო საოცარი შენ ნახევარში, თუნდაც ის როგორ დგება საწოლიდან ფეხისწვერებზე რო ძილი არ მოგპაროს, როგორ უსირტყოდ აგრ ძობინებ რო გიყვარს როცა უჭირს და აგრ ძობინებ რო მარტო არაა და სიმართლე გითხრა ამ დროს რა პრობლემაც არ უნდა იყოს აზრი არ აქ..... მაგრამ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშჳნაა შესაძლებელი როცა მეხსიერება სუფთაა, როცა ყველაზე დიდი შეცდომა თქვენ შორის ერთი ტონით ხმამაღლა საუბარია და არა ის რაც მე ბარბარეს გავუკეთე. ჯანდაბა ზოგჯერ მგონია რო დონკიხოტივით იდეალებისკენ ვისწრაფი, მაგრამ ეს იდეალები უბრალოდ უტოპიაა და მეტი არაფერი. სისულელე მხოლოდ... -იქნებ ელოდება რო დაბრუნებას ტხოვ. -იცის რო არ ვთხოვ, იცის რო არ გავიქცევი აეროპორტში, იქ რიგში ხალხის ბარგს არ მივყრი "უკაცრავადს" ძახილით რო მე ის ქალი, რომელიც ახლა მიფრინავს მიყვარს და მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, მერე არ დაველოდები როდის მიიღებს გადაწყვეტილებას და მომეხვევა, მერე არ გავიგონებთ ხალხის ტაშს ნანახის გამო, ისე როგორც ფილმებში ხდება თითქოს თვითმფრინავით გაფრენა საიქიოში ჩაფრენას უდრიდეს, ან მხოლოდ ერთი ფრენა არსებობდეს და სხვა დროს ვეღარ ნახავ. ერთი სიტყვით ერეკლე მე სამწუხაროდ არ ვარ ისეთი, როგორიც ალბათ ჩემთვისვე იქნებოდა უკეთესი. ჩემთვის ბარბარე იმაზე მეტია ვიდრე წარმომედგინა "ცოლი" ჩემს იდეალში, ალბათ იმიტო რო ის რეალურია, რეალურადაა ისეთი როგორზეც ოცნებისაც კი შემრცხვებოდა, მგონია რო მინდვრის ყვავილია, უბრალო და ამიტო დიდებული, რომელსაც ფრტხილად უნდა შეეხო მე კი რო ვიაზრებ რა გავაკეთე, რო შევძელი რო უმოწყალოდ მოვქცეოდი, ვტკენდი, ვაიძულებდი, უხეში ვიყავი, და ეს ყველაფერი ახსოვს, მგონია რო გული გამისკდება. მე მასტან ყოველთვის ნაკლში ვიქნები, ყოველთვის უკან, ყოველთვის მტყუანი, როცა რაღაც შემეშლება, ჩვეულებითი, ყოფითი, ნებისმიერი ოჯახისთვის დამახასიათებელი ყოველთვის მისდაუნებურად დააკავშირებს იმ დღესთან, წამის მეასედით მაინც დაფიქრდება რო მე სულით, მოწოდებით მოძალადე ვარ, მერე გაბრაზებასტან ერთად ესეც გაუვლის, მაგრამ ეს მე არ გამივლის, მე ამისგან ვერ მოვრჩები, გატეხილი არ მთელდება ისე როგორც ადრე იყო, არც გამწყდარი არ შეერთდება, ამიტო არც იმედი უნდა მქონდეს რო შუბლის ძარღვი ისევ ისეთივე იქნება და არც მე ვიქნები იგივე.ბარბარემ ეს იცის, იცის რო მე არ მივალ და არც დამელოდება. -იცის მაგრამ შეიძლება იმედი აქვს, იქნებ როგორმე აჯობო ამ დედაატირებულ პრინციპებს ადამიანოო, უკვე წყობიდან იყო გამოსული ერეკლე, მაშჳნ მიდი მოიკალი თავი, შენ გგონია რო ასე ავადმყოფურად რო აზროვნებ თვითმკვლელობა არაა? გგონია იმისგან ვინც ბაწარზე ტავს იკიდებს რამით განსხვავდები? ზუსტად იმნაირი ხარ, ცოდვას ცოდვას უმატებ და იცი რო თვითმკვლელობას ვერ გამოისყიდი, მაგრამ ესეც გინდა და იცი რატო? უფალს სჯი,ასეთი რო ხარ ამის გამო, სადღაც ძალიან ღრმად იმას ადანაშაულებ შენში ეს რო ჩადო, მაგრამ ყველა ადამინში დევს მოძალადეც და წმინდანიც, მთავარია როგორ განავითარებ შენ თავს, ადანაშაულებ რო ეს ცოდვა შენდაუნებურად ჩაიდინე და სანამ ასე იქნები სანამ გაეჯიბრები პატიებას ვერ მიიღებ, ყველას სჯი, ეგოისტობ. -ერეკლე, როგორ მინდა შემეძლოს ამ შეგრძნებას თავი დაავახწიო, რო იცოდე ამას არ მეტყოდი, რო იცოდე როგორ მომენატრა სუფთა სინდისით ძილი, იმდენს ვოცნებობ რო ეს დღე დადგეს რო"შეიძლება ითქვას რო ოცნება გავცვიტე კიდეც". ................ აქსიომა, სანდრო არ მივიდოდა არც მივიდა, არც დაურეკავს სხვა ნომრით და როგორც იციან ხმას რო არ იღებენ, ეს კუდიანმაც იცოდა, არც ელოდა მისგან ამას....... აეროპორტამდე ძლივს მიტანილი სხეული, ჰაერში შეკრული სუნთქვა, მონატრების, გაურკვევლობის სურნელი მეხსიერების დაუნდობელი სასჯელი. ....... ასე გადიოოდა წლები, ერთმანეთი არ უნახავთ, მაგრამ არ ყოფილა დღე კუდიანზე არ ეფიქრა, არა დღე არა საათი, არც საათი, წუთი და მაინც ყოველ წამს მაშჳნაც კი როცა რაღაცაზე ლაპარაკობდა მის არსებობას გრძობდა. ახლა ბედნიერი უნდა ყოფილიყო, იმ ოთახშჳ ეძინა სადაც მას, მისი სურნელი ისევ იყო წლების მიუხედავად, მაგრამ ამას მხოლოდ ალექსანდრე გრძობდა, ნივთებს რასაც შეხებია ისეთი სიყვარულით, სევდით და დარდით უყურებდა როგორც პირველ დღეს, ახლა არ იყო მარტო, ამ ნივთებსაც ისე ენატრებოდათ კუდიანი როგორც ალექსანდრეს, მეხსიერება საოცარი რამაა, ახლა მადლობასაც კი ეუბნებოდა რო კუდიანის გახსენება შეეძო, სწორედ მეხსიერების მუდმივობის წყალობით იყო ფიზიკური სიშორის მუხედავად მაინც ახლოს მასთან. „სანბარეთი“ დაწყებული დღე და ძლივს დამთავრებული ღამე, როგორ უნდოდა რო სუსტი ყოფილიყო, არ შერცხვენოდა გრ ძობების გამოხატვის, მთელი სამყაროს დასანახად ეყვირა რო უყვარდა, მაგრამ ვერ ივიწყებდა, ვერ დაივიწყებდა არ შეეძლო, როგორ უნოდდა ყოველი სულის მოძრაობა დედისთის ეთქვა, მაგრამ იცოდა რო ეს სისუსტე იყო, სისუსტედ თვლიდა ამის ხშჳრად კეთებას, თორემ იცოდა რო დიდი ტკივილის დროს თანაადამიანის ნდობა მხოლოდ სულის სიმტკიცე იყო. სანბარეთი ცხოვრობდა და მისთის, დიდი ხანია მისი ცხოვრება მისი აღარ იყო, დროს მოპარული დრო იყო მისი არსებობა, ახლა მისი არსებობა ყოველდღე გმირობა იყო რო შეეძო ამ ყველაფრის ატანა. მიხვდა რო შეცდომა დაუშვა როცა კუდიანი გულში შეუშვა, არა თვითონ არ შეუშვია, ეს ისე ბუნებრივად მოხდა თითქოს სხვანაირად არ შეიძლებოდა. იმის გახსენება რო ყველაზე მძიმე დროს გვერდით დაუდგა, ის დაეხმარა ვისგანაც არ ელოდა და არ იმსახურებდა, იმის გააზრება რო გაჭირების დროს უფრო დააფასა ბარბარემ მარტო იმას აგრ ძობინებდა რო ცხოველი იყო, ვინც სხვისი ცხოვრება ცამოანგრია, გაანადგურა და შეიწირა. (annabelle)
Posted on: Mon, 24 Jun 2013 17:45:11 +0000

Recently Viewed Topics




© 2015