პროგრამა ინტეგრირებულ - TopicsExpress



          

პროგრამა ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში - ბათუმი სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია "პერიტუს გრუპი", "TCC Group"-თან თანამშრომლობით ქ. ბათუმში გთავაზობთ სასერთიფიკატო პროგრამას "ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებში". PR სასწავლო პროგრამა ეფუძნება პიარის საერთაშორისო ასოციაციის (IPRA) მასალებს და ბარსელონას პიარ სკოლის მიერ შემუშავებულ კურსს. ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. ბათუმი. პერიოდი: ივლისი. ტრენინგის ენა: ქართული. ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 დღე (დღეში 5 საათი - სულ 25 საათი). ტრენინგი მოიცავს ინდივიდუალურ მუშაობას (სახლში დაგეგმილი დავალებები, ტესტები, პრეზენტაცია, საკითხავი ლიტერატურა). ტრენინგები ძირითადად ჩატარდება პარასკევს, შაბათს და კვირას. ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, ტესტებს, მასალებს და კოფიბრეიკს. ტრენინგის ფორმატი: გულისხმობს ინტერაქტიულ მუშაობას: PowerPoint პრეზენტაციებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და როლურ თამაშებს. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატი და დანართი, სდაც მითითებული იქნება საგნების და საათების დასახელება და რაოდენობა. ვის შეუძლია მონაწილეობა - ბიზნესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი სექტორების სხვადასხვა კატეგორიის მენეჯერები და დაინტერესებული პირები. თემატიკა: ** მარკეტინგის არსი, მნიშვნელობა და განსაზღვრა. ** მარკეტინგული სტრატეგიები და მარკეტინგული გარემო/ბიზნეს პორტფელიო, მარკეტინგული კომპლექსის განვითარება ** სამოხმარებლო ბაზარი და მომხმარებლის ქცევის მოდელი. ** სეგმენტაცია, მიზნობრივი ბაზრის შერჩევა და პოზიციონირება. ** გაყიდვების სტიმულირება (Sales Promotion), პერსონალური გაყიდვები (Personal Selling), პირდაპირი მარკეტინგი (Direct Marketing). ** რეკლამა და PR, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის ინსტრუმენტი. ** კომუნიკაცია და საზოგადოებრივი აზრი, კვლევა პიარში და კომუნიკაციური აუდიტი. ** კამპანიები და ივენთები, დაგეგმვა და განხორციელება. ** მედიასთან ურთიერთობები. ტრენერი: სალექციო პროგრამას წარმოადგენს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ პირმისაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი - მუშაობის ათწლიანი გამოცდილებით საკომუნიკაციო სფეროში; ფლობს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს; სწავლობდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში (ბარსელონა, ტურინი, ბუქარესტი), კონსულტაციას უწევდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა: "კოკა-კოლა", "გუდვილი", "იოლი ჯგუფი", UNDP, USAID, UNICEF, Johnson & Johnson და ა.შ; კითხულობს ლექციებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) და ტრენინგ ცენტრებში; ევროპული PR-ასოციაცია "Prime Europe"-ის წარმომადგენელი საქართველოში და PR დღეების ორგანიზატორი; რამდენიმე ღია ლექციისა და 9 სამეცნიერო სტატიის ავტორი. ტრენინგზე რეგისტრაცია: რეგისტრაციისთვის საჭიროა CV გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2013 წლის 9 ივლისის ჩათვლით. წერილის სათაურში "subject" მიუთითეთ კურსის დასახელება. ტრენინგში მონაწილეობის ღირებულება: 100 ევროს ექვივალენტი ლარში. ტრენინგის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: peritusgroup.wordpress საკონტაქტო ინფორმაცია: ელ.ფოსტა: [email protected] ტელ: 00322 90-40-86, 555-386-786 (თბილისი), 574-482181 (ბათუმი)
Posted on: Mon, 10 Jun 2013 15:45:39 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015