შსს პრეზიდენტის - TopicsExpress



          

შსს პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან დღეს სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, თითქოს ქუთაისსა და გორში მიმდინარეობს მართვის მოწმობების უკანონოდ გაცემა, რაშიც მოქალაქეებს 500 ლარს ახდევინებენ. შსს აცხადებს, რომ მსგავსი განცხადება არის სამართალდამცავი უწყებისათვის შეურაცხმყოფელი და მიმართულია პოლიციის დისკრედიტაციისაკენ. სამინისტრო მოუწოდებს პრეზიდენტს თავი შეიკავოს სამართალდამცავი სტრუქტურების შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებისაგან.
Posted on: Thu, 12 Sep 2013 15:21:13 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015