ცვლილებები კანონში - TopicsExpress



          

ცვლილებები კანონში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს პარლამენტს ცვლილებები შეაქვს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში. საზღვარგარეთ ვიზას გასცემენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები და საკონსულო დაწესებულებები, საზღვარზე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო ქვეყნის შიგნით კანონიერად მყოფ უცხოელებზე ვიზის მოქმედების ვადას აგრძელებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. არსებულ ვიზის კატეგორიებს დაემატა საიმიგრაციო ვიზა, ხოლო სამსახურეობრივი ვიზის კატეგორია შეიცვალა სპეციალური ვიზის კატეგორიით. შემოღებულია ვიზის ორი ტიპი: მოკლევადიანი და გრძელვადიანი. კანონპროექტით, გადამყვანი კომპანიები ვალდებული არიან შეამოწმონ უცხოელთა სამგზავრო დოკუმენტები, წარადგინონ უცხოელები ინსპექტირებისთვის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, უკან დააბრუნონ ის უცხოელები, რომელთაც ვერ მიიღეს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება იმის გამო, რომ არ გააჩნდათ საქართველოში შემოსვლის ან და ყოფნის საფუძველი და სამგზავრო დოკუმენტები. სრული ოფიციალური ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: parliament.ge/files/Draft_Bills/13.11.13/07-2.119.pdf. Amendments to Law for Legal Status of Foreigners Parliament of Georgia is rendering amendments to the Law of Georgia on Legal Status of Foreigners and Stateless Persons. Abroad Georgian visas are to be issued by Georgian diplomatic missions and consular departments. On the border, implemention of this task rests with Police Department of Ministry of Internal Affairs. Inside the country, LEPL State Services Development Agency will ensure prolongation of visas already issued to foreigners residing legally in the country. official details of the changes can be found at parliament.ge/files/Draft_Bills/13.11.13/07-2.119.pdf (the document is in Georgian only).
Posted on: Wed, 20 Nov 2013 18:58:28 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015