10 000 ჩვენი სისხლი და ხორცი, - TopicsExpress



          

10 000 ჩვენი სისხლი და ხორცი, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ, საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს! საქართველოს პრეზიდენტი მაჭახლის ხეობის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურად გადასცა და მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა მათ ფრიდონ ხალვაშის ლექსით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ახალი პროგრამის თაობაზეც ისაუბრა, რომელიც ქართული და თურქული მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა ვერ მოამზადა, შესაბამისად აღნიშნული პროექტი ვერ განხორციედა. „ჩვენ არ გვქონდა სახელმწიფო საუკუნეების განმავლობაში და სწორედ ამიტომ გავიბენით მთელს მსოფლიოში. მაგრამ დღეს თქვენი „მემლექეთი დადგა ფეხზე, ნამდვილ ქართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ამიტომ სადაც არ უნდა იყოს საქართველოს შვილი, საბოლოოდ, ყველანი გავერთიანდებით ჩვენი მშობლიური დედის - საქართველოს გარშემო.- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. მიხეილ სააკაშვილი თარაქლიში იუსუფ არიპაღაოღლუს (ბაიძე-თაფშირიძე) ოჯახს ესტუმრა, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა ორ ჰექტარზე გაშენებული ვენახი და ქართული მარანი დაათვალიერა და იუსუფ არიპაღაოღლუს მიერ დაწურული ღვინო დააგემოვნა. 10,000 our flesh and blood, who live in Turkey, will get Georgian citizenship! President of Georgia met with ethnic Georgians living in the remote villages of the Machakhela Gorge. Mikheil Saakashvili handed over the ID documents of Georgian citizenship to them symbolically and thanked them for maintaining Georgian language and traditions. President even read a poem by Georgian poet Phridon Khalvashi to them. President Saakashvili spoke about the new program, which had to be launched according to the joint agreement of Georgian and Turkish governments, but the project was not implemented due to the failure of the Ministry of Education and Science of Georgia to work our appropriate educational program. ‘We did not have a state for centuries and it was the reason that we were scattered all around the world, but today your Memleket has still risen and formed into a real Georgian state. That’s why, wherever the children of Georgia are, we’ll unite around our native mother – Georgia,’ President said. Mikheil Saakashvili visited the family of Taraklisi Yusup Aripagaogly (Baidze – Tapshiridze), where the hosts showed to him vineyard laid on two hectares, Georgian traditional wine cellar. President also tasted the wine made by Yusup Aripagaoglu.
Posted on: Fri, 18 Oct 2013 21:47:58 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015