5 აგვისტოს რადიო - TopicsExpress



          

5 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კონფლიქტოლოგი, კოალიციის - "დევნილთა უფლებებისთვის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ინტერვიუზე, რომელიც აგვისტოს ომიდან 5 წლისთავს ეძღვნება და რომელიც "Russia Today"-მ გაავრცელა. ზურაბ ბენდიანიშვილი თვლის, რომ ამ ინტერვიუთი კიდევ ერთხელ დასტურდება - საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ერთი-ერთზე არ დარჩეს რუსეთთან.
Posted on: Mon, 05 Aug 2013 08:51:58 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015