EMT საერთაშორიო - TopicsExpress



          

EMT საერთაშორიო პროგრამების კლუბი. მოსწავლეებისთვის ვინც იცის კომპიუტერთან მუშაობა და საკომუნიკაციო მინიმალური ინგლისური, სურვილი აქვს გაიძლიეროს პროექტების მართვის, ინგლისურის ენის და კომუნიკაციის უნარები, გაიჩინოს მეგობრები უცხოეთში და იმოგზაუროს!! შეხვედრები ოთხშაბათს 18:15 სთ-დან 21:15 სთ-მდე. მონაწილეებს პერიოდულად ექნებათ გასაკეთებელი თანამშრომლობითი სამუშაოები. საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში მონაწილეები ჩაერთვებიან საერთაშორისო თანამშრომლობით ღონისძებებში. შესაძლებელია მონაწილეების გაგზავნა საერთაშორისო კონფერენციებში და სემიანარებში, ასევე სასწავლო ტურებში. მონაწილეებს ლიდერთან ექნებათ ინტენსიური კომუნიკაცია ინტერნეტით, ამიტომ აუცილებელი კლუბის წევრს ჰქონდეს პირადი კომპიუტერი (ან ლაპტოპი, ან ნოუთბუქი, ან ნეტბუქი, ან iPAD, ან ტაბლეტი ან რომელიმე მსგავსი მოწყობილობა დავალებების შესასრულებლად) და კავშირი ინტერნეტთან სახლში. ასაკი: 12-16 წწ ფასი 200 ლარი თვეში (ამ გადასახადში არ შედის საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისას ისეთი ხარჯები, როგორიცაა: გზა, კვება, სასტუმრო სა სხვა.). კლუბის დაწყების სავარაუდო თარიღია 2013 წლის 2 ოქტომბერი. განაცხადის ფორმა ltdemt.blogspot/p/blog-page_31.html
Posted on: Fri, 20 Sep 2013 09:01:31 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015