დამჯერე-მარიონეტი - TopicsExpress



          

დამჯერე-მარიონეტი ბიჭები ისევ აკაკანდნენ: "მორატორიუმი უნდა მოვხსნათ მიწის უცხოელებზე გაყიდვაზე, განუკითხავად უნდა გავყიდოთ ყველაფერი, თორემ, - არიქა (?!), ინვესტორები უარს ამბობენ საქართველოში ფულის ჩადებაზეო! ჯერ მიწა - მერე ინვესტიციებიო!" (ესენი ინვესტორები კი არა, დედა....ლი ოსტაპ ბენდერები არიან და მათი ადგილი არ არის საქართველოში). აშშ-ს ელჩი ნორლანდიც რომ "წაეხმარათ" - ეს მენტორი! ტყუილი! სად არსებობს ნორმალური ქვეყანა, მიწას უცხოელი თავისუფლად ყიდულობდეს! აშშ-ში უცხოელებზე (ძირითადად ინგლისელებზე და სხვა დასავლელ-ევროპელებზე) გაყიდულია მხოლოდ მიწის 1%. 62%-ზე მეტი მიწა აშშ-ში სახელმწიფოს ხელშია! მაპატიეთ და... რას "გვადურაკებენ?!" ეს მახინჯი და მავნებლური ინიციატივები თანადაფინანსების ფონდის პრეზენტაციის დღეს გაისმა ენერგიულად და ფონდის საქმიანობის დაწყებას დაუკავშირდა! გახვრეტილ შაურად არ ღირს ეს ფონდი, თუ მის საქმიანობას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების განუკითხავად გაყიდვა მოჰყვება. საქართველოს გაღარიბებულ მოსახლეობას არ შესწევს უნარი შეისყიდოს საკუთარი ქვეყნის მიწები, - ერთ-ერთი მიზანი, ჩვენი ხალხის ხელოვნურად დააძაბუნებისა და გააღარიბებისა სწორედ ეს იყო - საკუთარ ქვეყანაზე დააკარგვინონ კონტროლი! საქართველოს პარლამენტის წევრებს მართებთ ელემენტარული პასუხისმგებლობის გამოჩენა.... თუ არ უნდათ დედადაწყევლილ და დედააფეთქებულ ადამიანებად იქცნენ, რომლებსაც პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ და... ძალიან მკაცრადაც! სწორი და ცივილიზებული რეგულაციები და შეზღუდვები ამ მმართულებით აუცილებელია. ასეთ შეზღუდვებზე უხვმიწიანი ქვეყნებიც კი მიდიან და ჩვენ ვალდებულნი ვართ საკუთარი უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო რესურსს გავუფრთხილდეთ... ბინადრობის ცენზი უცხოელებისათვის, ვისაც მიწის შესყიდვა უნდა საქართველოში და კანონით მიწის იმ ფართობის ოდენობის განსაზღვრა (3%, 5% ანდა სხვა), რომლის გასხვისებაც შესაძლებელი იქნება უცხოელებზე. აზრზე მოდით! საკუთარ კეთილდღეობას და უბადრუკ კარიერას საკუთარი ქვეყნის გაყიდვის ხარჯზე ნუ უზრუნველყოფთ!
Posted on: Fri, 04 Oct 2013 05:46:14 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015