თურქეთი (გაგრძელება 2) ERTMS - TopicsExpress



          

თურქეთი (გაგრძელება 2) ERTMS ამ დიდი მროგრამის ნაწილია? დიახ - თურქეთი გახდა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი ERTMS სისტემაში. თურქეთში ERTMS (European Rail Traffic Management System - მატარებლების ტრაფიკის მართვის ევროპულისისტემა) სისტემა პირველად გაიმართა 2008 წელს სტამბოლსა და ანკარას შორის დიდჩქარული რკინიგზის ხაზის 196 კმ სიგრძის მონაკვეთზე ჰასანბეისა (Hasanbey) და ესენკენტს (Esenkent) შორის, სადაც 10 მატარებელი მოძრაობს 250 კმ/სთ სიჩქარით ERTMS Level 1-ის მართვის ქვეშ. სხვა ცნობილი პროექტები მოიცავს 212 კმ სიგრძის რკინიგზის ხაზს ანკარადან კონიამდე, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2011 წლის აგვისტოში, 419 კმ სიგრძის ხაზს ბოსფორის ხიდიდან (Boğaz Köprüsü - პირველი კიდული ხიდი ბოსფორის სრუტეზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სტამბოლის აზიურ და ევროპულ ნაწილებს) იენისისა (Yenice) და მერსინის (Mercin) გავლით ტოპრაკკალემდე (Toprakkale - თურქეთის ოსმანიეს პროვინციის ქალაქი) და 58 კმ სიგრძის ხაზს სინკანიდან (Sincan - ანკარის პროვინციის მეტროპოლიური ქალაქი ცენტრალურ ანატოლიაში, ანკარადან დაშორებულია 27 კმ-ით) ესენკენტამდე (Esenkent) და ჰასანბეიდან (Hasanbey) ინონუმდე (Inonu - ქალაქი ესქიშეჰირის პროვინციაში, ცენტრალური თურქეთი), რომელმაც მუშაობა დაიწყო 2009 წელს. ბოლო კონტრაქტები მიეძღვნა ესქიშეჰირი - ბალიქესირის (Eskisehir-Balikesir: ესქიშეჰირი - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ქალაქი გაშენებულია მდინარე პორსუკზე. მდებარეობს ანკარიდან 250 კმ-ით დასავლეთით და სტამბულიდან 350 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით; ბალიქესირი - ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვასთან ახლოს) პროექტს, რომლის 328 კმ სიგრძის ლიანდაგი უნდა ამოქმედდეს 2014 წელს. დაბოლოს, გათვალისწინებულია შეფერხებული მარმარიას ხაზის უახლოეს მომავალში განახლება, რომელმაც სტამბოლის აზიური და ევროპული ნაწილები უნდა დააკავშიროს. როცა პროექტების მიმდინარე ტრანში დასრულდება და დაიწყება ექსპლუატაცია, თურქეთს ექნება 130-ზე მეტი ERTMS სისტემით აღჭურვილი მოძრავი საშუალება, რომლებიც 2 200 კმ სიგრძის ლიანდაგზე იმოძრავებს 250 კმ/სთ-მდე სიჩქარეებით.
Posted on: Fri, 30 Aug 2013 09:42:56 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015