მივხვდი, რომ რამდენადაც - TopicsExpress



          

მივხვდი, რომ რამდენადაც შენ დააფასებ საკუთარ თავს, იმდენად დაგაფასებენ სხვებიც... მივხვდი, რომ არ ღირს ადამიანების გაიდეალება, ასეთები არ არსებობენ, თავიდანვე ვიტყუებთ თავს... მივხვდი, რომ არ ღირს ყველას ენდო, მხოლოდ ერთეულების ნდობა შეიძლება... მივხვდი, რომ მილიონ ”მეგობარს” ერთი ნამდვილი და უკვე გამოცდილი მეგობარი ჯობია... მივხვდი, რომ ყველას ფეხებზე კიდია ყველა, გარდა საკუთარი თავისა... მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესია მეტი კეთილსინდისიერება და ნაკლები წარმატება, ვიდრე პირიქით... მივხვდი, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ, შეუძლებელსაც.. მივხვდი, რომ ადამიანის შეცვლა შეუძლებელია, თუნდაც მის სასიკეთოდ... მივხვდი, რომ შური და ბოღმა ბრაზილიურ სერიალებში არ მოუგონიათ და რეალურადაც არსებობს... მივხვდი, რომ არ ღირს უანგაროდ ადამიანებს თუნდაც ერთი წამი დავახარჯოთ, მერე ვალდებულად გთვლიან... მივხვდი, რომ პრინციპულობა კარგია, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გამო მისი დათმობა მაინც ღირს... მივხვდი, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს და ხანდახან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია... მივხვდი, რომ ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ისე მოგექცევიან, როგორც მათ უნდათ... მივხვდი, რომ ბედისწერა არ არსებობს და ყველაფერი კარგი თუ ცუდი ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ჩვენი დამსახურებით ხდება... მივხვდი, რომ საყვარელ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ და არ დავკარგოთ, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება... მივხვდი და დავრწმუნდი, რომ თვალთმაქცობას ვერასდროს შევეგუები... მივხვდი, რომ ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა უარყოფს ამას... მივხვდი, რომ ცუდი ადამიანები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე კარგები, მაგრამ ასეთები ნამდვილად არსებობენ და არც ისე ცოტა, როგორც წარმოგვიდგენია... მივხვდი, რომ ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე ჯობია... მივხვდი, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია... მივხვდი, რომ ყველაფრის პატიება შეგიძლია, თუ ძალიან გიყვარს ადამიანი, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას შენთან მიმართებაში... სჯობს მივხდეთ გვიან,ვიდრე არასდროს!
Posted on: Mon, 24 Jun 2013 17:39:07 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015