ნახეთ, ამერიკელი - TopicsExpress



          

ნახეთ, ამერიკელი დიპლომატის თვალით დანახული საქართველო! მაიკლ ტერნერი / Michael Turner 9 ივლისი, 19 საათი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ლადო გუდიაშვილის 7 გამოფენა გაგრძელდება 14 ივლისამდე July 9, 7PM National Parliamentary Library #7 Lado Gudiashvili Street. The exhibition will last through July 14 ჩამოდის საქართველოში ადამიანი დიპლომატიური მისიით, და ძალიან მალე აღმოაჩენს რომ უსაზღვროდ არის შეყვარებული ამ ქვეყანაზე. მაიკლ ტერნერი სწორედ ასეთი ადამიანია. მისი პროფესიონალურ დონეზე გადაღებული ფოტოები ღრმად წვდებიან ქართველი ხალხის კულტურას და სულს. მისი ფოტოები მოუთხრობენ მსოფლიოს საქართველოს ულამაზესი ბუნების, ისტორიული ძეგლების, ტრადიციების, ურთიერთობების, ცეკვების, სიმღერებისა და ყველაფერი იმის შესახებ, რის გამოც მას საქართველო უნიკალურ ქვეყნად მიაჩნია. პოლიციის მთავარი მრჩეველის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გარდა, მაიკლ ტერნერს არ დაუშურებია არც დრო და არც ნიჭი, რომ დახმარება გაეწია უამრავი ადამიანისათვის საქართველოში. მისი საქმიანობა მოიცავდა სხვადასხვა საქველმოქმედო აუქციონებისათვის ფოტოების შეწირვას, ერთ-ერთმა ასეთმა აუციონმა შეიძინა დახმარების ფუთები ავღანეთში დაზარალებული ჯარისკაცებისთვის. მაიკლის ფოტოკამერა აფიქსირებდა დაუვიწყარ წამებს უამრავ მნიშვნელოვან ამერიკულ-ქართულ ღონისძიებებზე. იგი ასევე ატარებდა ფოტოგრაფიის კურსებს ადგილობრივი ფოტომოყვარულთათვის. Occasionally, a person comes to Georgia to serve as a diplomat and falls in love with the country. Mike Turner is one of those individuals, and his professional photographs have captured the essence of the culture and beauty of Georgia and its people. His photos tell the world about the natural beauty, historical monuments, traditions, relationships, dances, songs and many other things that make Georgia unique. Working hard at his job as Senior Police Adviser, Michael Turner gives freely of his time and talents in ways that have benefited many people, such as donating photos for various charity auctions, one of which bought care packs for the Wounded Warriors in Afghanistan, volunteering to take photos at major American-Georgian events, and providing a series of photography classes for the local community. https://facebook/events/627567737254185/
Posted on: Tue, 09 Jul 2013 04:15:05 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015