სადაც ყვავილები - TopicsExpress



          

სადაც ყვავილები მთავრდებიან და შენი თითები იწყებიან, შენი თითებიდან დაწყებული, ჩემი დაკარგული მიწებია. არ ღირს ობლობაზე ლაპარაკი, სულით ობლობასაც ნუვინ ტირის, საკუთარ ძარღვებში დავწანწალებ, ერთი უცხოელი ტურისტივით, თანაც დაკიდებულს, საცალფეხოს, ფართოდ ვიღიმები გულისტკივილს. უკან ურდოები მომყვებიან და მიტოვებული მეფეები, როცა ყველაფერი წესრიგშია, როცა ყოჩივარდებს ეფერები. სხვებით სხვა მგოსნებმა გაიხარონ, ალბათ, ჩემს გვირგვინად ეს აკურთხეს: მთელი უშენობის მფლობელი ვარ, დიდი დანაკარგის მესაკუთრე. რეზო გეთიაშვილი
Posted on: Thu, 19 Sep 2013 07:11:42 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015