შსს-ს მცხეთა-მთიანეთის - TopicsExpress



          

შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თემურ ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა თემურ ვ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის დუშეთში ნაქურდალი ნივთებით გადაადგილდებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში დარაჯად მუშაობდა, საიდანაც 2014 წლის აპრილ-მაისში სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი მოიპარა. ნაქურდალი ექსპონატები ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
Posted on: Sat, 13 Sep 2014 06:18:44 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015