28 ივლისი - გადაცემა - TopicsExpress



          

28 ივლისი - გადაცემა „ცხოვრება C ჰეპატიტის დიაგნოზით“ ცხოვრება C ჰეპატიტის დიაგნოზით 28 ივლისს, C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს, ერთდროულად სამი ქართული ტელეკომპანიის: “იმედის”, “მაესტრო 24-ის” და“მეცხრე არხის” პირდაპირ ეთერში გავა გადაცემა: “ცხოვრება C ჰეპატიტის დიაგნოზით” გადაცემას “ტელეიმედის” სტუდიიდან ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი გაუძღვება. მასთან ერთად გადაცემაზე მუშაობენ პარტნიორი ტელეკომპანიების ჟურნალისტები - გოდერძი შარაშია (“იმედი”), თეა სიჭინავა (“მაესტრო”) და ნატა ასათიანი (“მეცხრე არხი”). გადაცემის სტუმრები იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო და პარლამენტის თავმჯდომარე - დავით უსუფაშვილი. პოლიტიკოსებთან, ჯანდაცვის ექსპერტებთან, ექიმებთან და პაციენტებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ცხოვრობდე საქართველოში დიაგნოზით - ჰეპატიტი C. C ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანია ინფიცირებული, რაც მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ს შეადგენს. ინფიცირებულთა უდიდესი ნაწილი მკურნალობის კურსის ჩატარებას წამლის სიძვირის გამო ვერ ახერხებს. გადაცემა 19:00 საათზე, ტელეკომპანიების იმედის”, “მაესტრო 24-ის” და “მეცხრე არხის” პირდაპირ ეთერში გავა. საკონტაქტო პირები: ნანა საჯაია 599 73 95 11, e-mail: sajaia.mportali@gmail გვანცა კიკალიშვილი 599 799 646 e-mail: kikalishvili@mportali@gmail
Posted on: Wed, 24 Jul 2013 11:18:52 +0000

Trending Topics



eed-this-presenter-has-some-viewpoints-which-appear-to-have-topic-783360558371971">Indeed, this presenter has some viewpoints which appear to have

Recently Viewed Topics




© 2015