National Transport Strategy ეროვნული - TopicsExpress



          

National Transport Strategy ეროვნული სატრანსპორტო სტრატეგია The railway industry is subject to the overall umbrella of government policies and actions for the transport sector as a whole. Transport strategy specifies sectorwide objectives and then adopts consistent principles and establishes priorities for using public resources to attain the sector objectives. რკინიგზის სექტორი ხვდება მთლიანად სატრანსპორტო სექტორის მიმართ ზოგადი სახელმწიფო პოლიტიკისა და ღონისძიებების მოქმედების ქვეშ. სატრანსპორტო სტრატეგია განსაზღვრავს მიზნებს მთელი სექტორისათვის და შემდეგ ღებულობს თანმიმდევრულ პრინციპებს და ადგენს პრიორიტეტებს სახელმწიფო რესურსების გამოყენებისათვის სექტორის მიზნების მისაღწევად. Many countries lack an explicit or documented national transport strategy. Nevertheless, an overall umbrella exists whether or not it is strategically coherent, and the nature and consistency of the fabric of the umbrella will influence the fortunes of those who shelter beneath it. ბევრ ქვეყანაში არ არსებობს მკაფიო და დოკუმენტურად გაფორმებული ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკა. და მაინც, არსებობს ზოგადი სისტემა (overall umbrella), მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა იგი სტრატეგიულად თანმიმდევრულს, და ამ სისტემის მდგენელების არსი და მუდმივობა გავლენას მოახდენს იმათ ბედზე, რომლებმაც თავშესაფარი ჰპოვეს მის ქვეშ. National transport strategies may differ, but broad government policy aims and principles for transport should be coherent when applied to the sector as a whole, independent of mode. Similarly, public policy instruments should avoid obvious conflict between modes. However, this can be difficult to achieve because policies for public infrastructure investment, infrastructure cost recovery, transport taxation, environmental and safety regulations, among others often are formulated by different groups of people, pursuing different objectives, in different modal departments, using different economic principles and tools. ეროვნული სატრანსპორტო სტრატეგიები შეიძლება განსხვავდებოდნენ, მაგრამ ზოგადი სახელმწიფო სატრანსპორტო პოლიტიკის მიზნები და პრინციპები უნდა იყოს თანმიმდევრული მთლიანად სექტორის მიმართ, ტრანსპორტის სახეობისდა მიუხედავად. ანალოგიურად, სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტებმა უნდა აირიდონ აშკარა კონფლიქტი ტრანსპორტის სახეობებს შორის. თუმცა, ამის მიღწევა შეიძლება ადვილი არ აღმოჩნდეს, ვინაიდან ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო ინვესტიციების პოლიტიკას, ინფრასტრუქტურული ხარჯების ანაზღაურებას, ტრანსპორტის სექტორის დაბეგვრას, გარემოსდაცვით და უსაფრთხოების რეგლამენტებს, სხვა ასპექტებთან ერთად, ხშირად ამუშავებენ სპეციალისტების სხვადასხვა ჯგუფები, რომელთაც განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ, სხვადასხვა სატრანსპორტო უწყებებში, სხვადასხვა ეკონომიკური პრინციპებისა და მექანიზმების გამოყენებით. In most countries, transport demand is highly market-driven, but transport supply depends heavily on government policies for funding public infrastructure. In developing countries, most rail passenger and freight traffic moves on publicly- owned networks, just as most road freight, road coach services, and private vehicles travel on publicly-owned roads. However, public funding for developing and maintaining each modal network (and other public networks such as airways or inland waterways) is not always aligned with an overall national transport strategy or multi-modal assessment. Similarly, infrastructure regulation and pricing policies are usually determined independently. Both factors influence the relative fortunes and potential of industries that use this publicly funded infrastructure. უმეტესობა ქვეყნებში მოთხოვნილება სატრანსპორტო სამსახურებში მნიშვნელოვანწილად ბაზრის კონიუნქტურაზეა დამოკიდებული (is highly market-driven), მაგრამ ამ სამსახურების შეთავაზება დიდადაა დამოკიდებული სახელმწიფო ინფრასტრუქტურის დაფინანსების სამთავრობო პოლიტიკაზე. განვითარებად ქვეყნებში მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა უმეტესწილად ხორციელდება სახელმწიფო რკინიგზების ქსელით (publicly-owned networks) ისე, როგორც ტვირთგადაზიდვების უმეტესობა ავტოსაგზაო ტრანსპორტით, საავტობუსო მიმოსვლა და პირადი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ხორციელდება სახელმწიფო საავტომობილო გზებით (publicly-owned roads). თუმცა, სახელმწიფო დაფინანსება თითოეული სახეობის ტრანსპორტის ქსელის (და სხვა ქსელებისაც, როგორიცაა ავიაგადაზიდვები ან შიდა წყლის ტრანსპორტი (airways or inland waterways)) განვითარებისა და უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვის არაა შეთანხმებული ზოგად ეროვნულ სატრანსპორტო სტრატეგიასთან ან მულტიმოდალური ტრანსპორტის შეფასებებთან. ანალოგიურად, ინფრასტრუქტურის რეგულირება და სატარიფო პოლიტიკა, ჩვეულებრივ, განისაზღვრება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. ორივე ფაქტორი ახდენს გავლენას სექტორების პერსპექტივებზე და პოტენციალზე, რომლებშიც გამოიყენება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურის ობიექტები. მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მასალებიდან
Posted on: Sat, 17 Aug 2013 08:32:57 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015