პოლიტიკური და სხვა ტიპის - TopicsExpress



          

პოლიტიკური და სხვა ტიპის ვიდეომასალების განადგურების შესახებ კომისია ხვალ იმსჯელებს. როგორც ჟურნალისტებს კახი კახიშვილმა განუცხადა, ის კვლავაც რჩება იმ აზრზე, რომ პოლიტიკური პროცესების, პარტიების და მათი ლიდერების შესახებ ვიდეოჩანაწერები არ უნდა განადგურდეს. მისი თქმით, საჭიროა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რათა დასავლეთმა ნახოს რასთან იყო საქმე ყოფილი ხელისუფლების დროს. "კონგრესმენები რომ ნახავენ, როგორი დემოკრატიის შუქურასთან ჰქონდათ საქმე, ასეთი განცხადებები ნაკლებად იქნება ყოფილი ხელისუფლების მიმართ". იგი მიიჩნევს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე საჭიროა კონსულტაციები პარტიებთან და მათ ლიდერებთან, რათა მათ იცოდნენ, რა ჩანაწერები კეთდებოდა ოპონენტების მიმართ.
Posted on: Tue, 18 Jun 2013 14:30:06 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015