შინაგან საქმეთა - TopicsExpress



          

შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა მიმდინარე წლის 1 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრს. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 ივლისს დასრულდება.
Posted on: Mon, 01 Jul 2013 05:33:51 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015