ჩემმა გულმა ყველა დაიტია - TopicsExpress



          

ჩემმა გულმა ყველა დაიტია უგულო ცივი ადამიანებიც კი ცხოვრებაში ყველაფერი ხდება სიყვარულის უნარზე ადამიანმა არასდროს უნდა თქვას უარი მერე რა რომ გული გტკივა მერე რა რომ ამ გრძნობას არასათანადო ადამიანებს უზიარებ უდიდესი ბედნიერებაა შეიგრძნო სიყვარული მთელი არსებით გააცნობიერო დაინახო როგორ მოძრაობს შენ სხეულში როგორ სუნთქავ თვალებს ახელ იღიმები ამ საოცრებით გარემოცული და მერე რა უმნიშვნელოა ვის მიმართ გაქვს მსგავსი გრძნობები გტკენენ თუ არა საყვარელი ადამიანები გულს თავად ღმერთია სიყვარული უნდა გიხაროდეს რადგან თითოეულ მათგანში შენ ღვთის ხატებას ხედავ სწორედ ამის გამო შეიყვარე ისინი თითოეული ჩვენგანი ხომ ღვთის ხატად და მსგავსად ვართ მის მიერ შექმნილნი ბედნიერი ადამიანი ყოფილხარ რადგან შენ ღმერთი გიყვარს ყველა ადამიანში თავისი სისუფთავით და მშვენიერებით შენ ღმერთს ხედავ მათში და არა ადამიანურ მანკიერებებს გიხაროდეს რადგან შენ გიყვარს ყველა ადამიანში ღვთის რაღაც ნაწილი რომელიც თითოეულ ჩვენგანშია სადღაც ხშირად მიძინებული ადამიანური მანკიერებებით გადაფარული შენ მას ხედავ და სწორედ ის შეიყვარე როგორც არ უნდა გატკინონ გული გიხაროდეს შენ ხედავ იმას რაც ხშირად უხილავია შენ ღმერთი გიყვარს მთელი არსებით ყველა ადამიანში !!!
Posted on: Tue, 10 Sep 2013 00:03:03 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015