1625 წლი, ივლისის მცხუნვარე - TopicsExpress



          

1625 წლი, ივლისის მცხუნვარე მზე, საქართველოს შემოესია ირანის მძვინვარე შაჰის აბას I-ის არმია, რომელმაც წინა წელს გამანადგურებელი დარტყმა მიიღო ქართველებისაგან, ჯარის საუკეთესო ნაწილები გაუნადგურდა,ამიტომ რევანშისთვის მოემზად და აზერბაიჯანიდან პირადად ხელმძღვანელობდა ამ ომს. სამხედრო საბჭოზე, თავისნება ქართველებმა, არ დაუჯერეს და არ მიირეს უდიდესი სარდლისა და მხედართმტავრის, გმირი ქართველი მამულიშვილის გიორგი სააკაძის წინადადება, ბრძოლაში ჩაბმა მოხდა ქართველებისათვის არცთუ ხელსაყრელ პირობებში, გაშლილ მინდორზე, ისედაც სიცხეს შეჩვეულ უზღვავ მტერს ეკვეთნენ. მტერმა პირველი რიგები თოფებით მოცელა, ბრძოლა ძლიერი და სისხლისმღვრელი გამოდგა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბოლოს ინიციატივა ისევ ქართველებმა აიღეს და მუსრი გაავლეს მტერს. მაგრამ მოხდა ის, რაც ქართველებისათვის იგივე აქილევსის ქუსლია... განადგურებულმა მტერმა თავისი ბანაკი და უამრავი ხვასტაგი, სიმდიდრე დატოვა. ქართველებმაც ხმლები შორს მოისროლეს და ეცნენ, დაეტაკნენ ეგრევე. მაგრამ როცა მტრის სარეზერვო ძალები გამოჩნდნენ, ქართველებმა მოიკითხეს ხმლები, მაგრამ გვიანი იყო. დამარცხება მძიმე შედეგით დასრულდა, 9 ატასამდე მეომარი გაგვიწყვიტეს, მათ შორის 9 ძმახერხეულიძე, რომლებმაც რიგრიგობით აფრიალეს ქართული დროშა და ძირს არ დახარეს და როცა ბოლო ძმაც დაეცა, მათმა დედამ მაინც აღმართა დროშა იგი ,,გორგასლიან დავითიან თამარიანი'. ...ისტორია მეორდება მეგობრებო, 2008 წლის ცხელი აგვისტო, საქართველოს ისევ შემოესია უზღვავი, მძვინვარე მტერი, ამჯერად ჩრდილოეთიდან, ბრძოლა გამოდგა ისევ მძიმე, ქართველმა მეომრებმა მოიგეს დრო და საშვალება მისცეს ხელისუფლებას დიპლომატიისთვის და ცივილიზებული სამყაროს გამოღვიძებისთვის, ქვეყანა სრულ ოკუპაციას გადარჩა. თმცა სახელმწიფოს ნაწილში მაინც დგანან ოკუპანტები. და აი ისევ, მოხდა ის რაც საქართველოს აქილევსის ქუსლად აქვს გამხდარი, მტერმა ისევ გადმოუგდო ,,ხვასტაგი' ის რაც ტანკებით ვერ მიაღწია, ,,მდიდარი, ქველმოქმედი' კაცი გამოუგზავნა ,,მხსნელად', რომელიც მტრის რაღაც კავშირებს და მტრულ ორბიტაზე დაბრუნებას განიხილავს... რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს. ... აქვე წინა ისტორიას დავასრულებ-მაშინ სააკაძემ და თეიმურაზ მეფემ, მოახერხეს გაფანტული ქართველი მებრძოლების მოკრება და პარტიზანული ბრძოლებით, მტერს იმაზე დიდი ზიანი მიაყენეს, რაც არასოდეს არსად მათ არ განუცდიათ, არმიის თითქმის ნახევარი აქ ამოუხოცეს.-და იმედი გამოვთქვათ, რომ მტერს არც ამჯერად მივცემთ გამარჯვების საშვალებას.
Posted on: Tue, 17 Sep 2013 08:34:50 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015