მე არ ვიცი, როგორ - TopicsExpress



          

მე არ ვიცი, როგორ განვითარდება ეს ქვეყანა (იმედია, კარგად), არ ვიცი როგორი მინისტრი იქნება ყიფიანი (კაცად რომ არ ვარგა – ეს ზუსტად ვიცი), არ ვიცი, რა მელის ხვალ (შეიძლება აგური დამეცეს თავში), მაგრამ ბესოს წასვლის შემდეგ (ასე წასვლის შემდეგ, მით უმეტეს) რომ ქართულ კალათბურთს აღარც დედა ეყოლება, აღარც მამა და ვერც შვილს გააჩენს (მეტაფორაა, მეტაფორა!), ეს ვიცი ზუსტად! ვუსამძიმრებ ყველა გულშემატკივარს, მაგრამ შორიდან სიამოვნებით ვნახავ ფატალურ შედეგებს, რაც, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, გარდაუვალია! ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვიღაცის და რაღაცის (იმ კალათბურთს ვგულისხმობ, რომელსაც ბესიკ ლიპარტელიანმა ცხოვრება და ჯანმრთელობა შეალია – მერწმუნეთ, ვიცი, რასაც ვამბობ!) დედისტირება დიდ სიამოვნებას მომანიჭებს! როცა ადამიანების შრომის და ღვაწლის დაფასებას ვისწავლით, მერე შეიძლება გვეშველოს კიდეც! რა უბედურებაა ამდენი ფრჩხილი? ბევრი რაღაც არის ამ ქვეყანაში ფრჩხილებში მოქცეული, სამწუხაროდ, ძააააალიან ბევრი რაღაც!
Posted on: Fri, 15 Nov 2013 21:08:27 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015