სტრასბურგი 28 ივნისი "2012 - TopicsExpress



          

სტრასბურგი 28 ივნისი "2012 წლის ოქტომრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანმა გადაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას რომელიც საქართველოს უნდა დაეხმაროს, მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია და ჩამოაყალიბოს პლურალისტული დემოკრატია. თუმცა, არჩევნების შემდგომ, საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მთავრობის წარმომადგენელთა და ოპოზიციის სხვა წევრების მიმართ გადადგმული ნაბიჯები, როგორც ჩანს, პოლიტიკური მოსაზრებებითაა ნაკარნახევი. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის წინასწარი პატიმრობა ისევე როგორც ყოფილი ხელისუფლების და ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენლის მიმართ ბრალის წაყენება, განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. აღნიშნულმა მოქმედებებმა, ისევე როგორც არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორ მესამედზე მეტის არადემოკრატიული გზით დაუფლებამ, მთავრობის ვალდებულებას გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარება, რომელმაც უნდა მოიცვას ყველასთვის, მათ შორის ოპოზიციისთვის ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა. ჩვენ მოვუწოდებთ საქრთველოს ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო ხელისუფლების ეფექტიანი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვგმობთ სიტყვიერ თავდასხმებს იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც არ დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობები ყოფილი თანამდებობის პირების წინასწარ პატიმრობაში მოთავსებასთან დაკავშირებით". კანდელაკის თქმით, დეკლარაციას ხელს აწერენ: 1. Peter Omzigt, Netherlands, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მომხსენებელი პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნის საკითხზე 2. Anders Herkel, Estonia მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე 3. Silvia Bonet, Andorra 4. Pedro Agramnunt, Spain 5. Luca Volonte, Italy Inese Libina-Egnere, ლატვიის დელეგაციის თამჯდომარე 6. Lolita Cigane, 7. Kimmo Sasi, ფინეთის დელეგაციის თავმჯდომარე 8. Marieta de Putbaix-Lundin, Sweden შვედეთის დელეგაციის თავმჯდომარე 9. Giacomo Santini, EPP, Italy 10. Hagnus Hansow, Estonia 11. Lesia Orobets, Ukraine 12. Viora Badea, Romania 13. Orinta Liepute, Lithuania ლიტვის დელეგაციის თავმჯდომარე 14. Robert Bieron, Poland 15. Sergey Sobolev, Ukraine 16. Axel Fischer, Germany 17. Laszlo Koszoros, Hungary 18. Atilla Gruber, Hungary 19. Emanuelis Zingeris, Lithuania 20. Ferenz Kalmar, Hungary 21. Volodimir Ariev, Ukraine 22. Oleg Pankevich, Ukraine 23. Tugrul Turkes, Turkey".
Posted on: Sat, 29 Jun 2013 18:39:03 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015