სხვადასხვა ტრენინგ - TopicsExpress



          

სხვადასხვა ტრენინგ კურსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ შემდეგ კურსებს: 1. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგი საბანკო საქმეში, რომლის მიზანია ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საკრედიტო დაწესებულებებში დასაქმების ხელშეწყობა. თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად მსმენელი დაეუფლება: საბანკო უნარ-ჩვევების, ეთიკის, გასაუბრებისა და ტესტირების ზოგად პრინციპებს. ტრენინგი განკუთვნილია როგორც საბანკო-საფინანსო სპეციალობის სტუდენტებისთვის, ასევე იმ კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც არ აქვთ საბანკო ან ეკონომიკური პროფილის განათლება. თეორიულ კურსთან ერთად მსმენელი დაეუფლება საბანკო ოპერაციების პრაქტიკულ სწავლებას ALTA Software - ის ბაზაზე, რომელსაც საქართველოში მოქმედი ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იყენებენ. აგრეთვე შეგასწავლით რეზიუმეების (CV), სამოტივაციო წერილის შედგენასა და ქეისების მომზადებას. კურსის დასრულების შემდგომ თქვენ შეგეძლებათ ბანკში დასაქმდეთ შემდეგ პოზიციებზე: ** მოლარე ** ოპერატორი ** მოლარე - ოპერატორი ** განვადების მენეჯერი ** საკრედიტო ოფიცერი ** კლიენტთა მომსახურე მენეჯერი ** კონსულტანტი ** გაყიდვების მენეჯერი ** კლიენტთა მრჩეველი ** საკრედიტო ადმინისტრატორი კურსის დასრულების შემდეგ თქვენ მიიღებთ: ** საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საბანკო საქმის ორენოვან სერთიფიკატს. ** დამატებით სერთიფიკატს ყალბი ფულის პრევენციაში. ** აგრეთვე ცნობას საბანკო კომპიუტერული პროგრამა ALTA softwar- ის დაუფლების შესახებ. ** სარეკომენდაციო წერილს საბანკო, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციებში წარსადგენად. ** პროგრამას წარუძღვებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომელებიც დღეს მუშაობენ საბანკო სექტორში წამყვან პოზიციებზე. სწავლის ხანგრძლივობა: 8 კვირა, კვირაში სამი ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 2 საათი (48 საათი) სრული კურსის ღირებულება: 300 ლარი (გადახდა მიმდინარეობს ეტაპობრივად კურსის დასრულებამდე). სწავლის საფასური მოიცავს: სასწავლო მასალებსა და სერთიფიკატებს. რეგისტრაცია მიმდინარეობს მისამართზე: თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტის 1 კორპუსი მე-5 სართული, აუდიტორია 544 ბ დაგვიკავშირდით: ტელ: (+995 599)407173; (+995 599)557227739; ან გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტით: [email protected] 2. ბუღალტრული აღრიცხვის სრული კურსი საერთაშორისო სტანდარტებით + პროგრამა Oris. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ცენტრი გთავაზობთ ბუღალტრული აღრიცხვის სრულ კურსს საერთაშორისო სტანდარტებით + პროგრამა Oris. კურსის მსვლელობისას ყურადღება ეთმობა საბუღალტრო და საგადასახადო საბუთების პრაქტიკულ შესრულებას საგადასახადო კოდექსის სრული დაცვით. შესაძლებელია ცალკე (ORIS) - ის პროგრამის გავლა. თეორიული და პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ: ** საწარმოს ბუღალტრული ოპერაციების გატარებას; ** ინფორმაციის დამუშავებას, ბალანსის შედგენას; ** საბიუჯეტო გადასახადების ადმინისტრირებას; ** ბუღალტრული ანგარიშგების წლიური ფორმების(დეკლარაციების) შევსებასა და წარდგენას საგადასახადო ორგანოებში; ** გაიცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორენოვანი სერთიფიკატი. ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 თვე კვირაში 3 ლექცია, 2 საათი (48) სრული კურსის ღირებულება 300 ლარი. (გადახდა მიმდინარეობს ეტაპობრივად კურსის დასრულებამდე). სწავლის საფასური მოიცავს: სასწავლო მასალებსა და სერთიფიკატს. მიმდინარეობს რეგისტრაცია: დაგვიკავშირდით ტელ: (+995 599)407173; (+995 557)227739 ელ-ფოსტა: [email protected] ან მობრძანდით სტუ-ს პირველი კორპუსი აუდიტორია 544 ბ
Posted on: Mon, 16 Sep 2013 14:08:50 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015