ქალი გამოვიდა სახლიდან - TopicsExpress



          

ქალი გამოვიდა სახლიდან და დაინახა ეზოში სამი თეთრწვერა მოხუცი. მან ისინი ვერ იცნო და თქვა: „მე არ გიცნობთ, მაგრამ ალბათ მშივრები იქნებით. გთხოვთ, შემობრძანდით სახლში და ჭამეთ რამე.“ „ქმარი სახლშია?“ - იკითხეს მათ. „არა“ - უპასუა ქალმა - „ის არ არის სახლში“. „მაშინ ვერ შემოვალთ“ - თქვეს მათ. საღამოს, როცა მისი ქმარი შინ დაბრუნდა, ქალმა უამბო მას მომხდარის შესახებ. „წადი და უთხარი, რომ სახლში ვარ და მოიწვიე ჩვენთან!“ - უთხრა ქმარმა. ქალი გავიდა და მიიპატიჟა მოხუცები. „ჩვენ არ შეგვიძია ყველა ერთად გესტუმროთ“ - უთხრეს მოხუცებმა. „რატომ?“ - გაუკვირდა ქალს. ერთ-ერთმა მოხუცმა განუმარტა: „მას სიმდიდრე ჰქვია“ და აჩვენა ერთ-ერთ მეგობარზე. მეორეზე მითითებით კი უთხრა: „მას კი წარმატება ჰქვია. მე სიყვარული ვარ.“ ამის შემდეგ დასძინა: „ახლა დაბრუნდი სახლში და მოელაპარაკე შენს ქმარს, რომელი ჩვენგანის სტუმრობას ისურვებდით.“ ქალი დაბრუნდა სახლში და უამბო ყველაფერი ქმარს. ქმარს ძალიან გაუხარდა: „რა კარგია!“ - თქვა მან. „თუ არჩევანის გაკეთება აუცილებელია, მოდი, სიმდიდრე მოვიწვიოთ. დაე, შემოვიდეს და აავსოს ჩვენი სახლი სიმდიდრით!“ ცოლმა იუარა: „ძვირფასო, არ ჯობია, წარმატება მოვიპატიჟოთ?“ მათი გოგონა ამ ყველაფერს კუთხეში მჯდომი უსმენდა. მან მიირბინა მშობლებთან საკუთარი წინადადებით: „არ ჯობია, სიყვარული მოვიწვიოთ? მაშინ ჩვენს სახლში სიყვარული დაისადგურებს!“ „მოდი, დავეთანხმოთ ჩვენს გოგონას,“ - უთხრა ქმარმა ცოლს. – „წადი და სთხოვე სიყვარულს გვესტუმროს.“ ქალი გავიდა და ჰკითხა მოხუცებს: „რომელი თქვენგანია სიყვარული? შემოდი ჩვენს სახლში და იყავი ჩვენი სტუმარი.“ მოხუცი, რომელსაც სიყვარული ერქვა, გაემართა სახლისაკენ. დანარჩენი ორიც მიჰყვა მას. გაოცებულმა ქალმა ჰკითხა სიმდიდრესა და წარმატებას: „მე ხომ მხოლოდ სიყვარული მოვიწვიე, რატომ მოდიხართ თქვენც?“ მოხუცებმა უპასუხეს: „თქვენ რომ სიმდიდრე ან წარმატება აგერჩიათ, ორი ჩვენთაგანი დარჩებოდა ქუჩაში; რადგან თქვენ სიყვარული აირჩიეთ, სადაც ის წავა, ჩვენ ყოველთვის მივყვებით მას. იქ სადაც სიყვარულია, ყოველთვის არის სიმდიდრეც და წარმატებაც!“
Posted on: Sat, 06 Jul 2013 21:22:42 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015