წინა არჩევნების დროს - TopicsExpress



          

წინა არჩევნების დროს ხშირად მესმოდა ფრაზები: 'იყიდება საქართველო', 'ივანიშვილის ფულებზე იყიდებაო'.. გულზე მხვდებოდა ეს სიტყვები.. ქართველები სამშობლოს ფულზე არ ყიდიან, თავის დახსნას ლამობენ თქო.. დღეს, დღეს უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო... უკანასკნელ პერიოდში ბევრ ადამიანს ვესაუბრე საპრეზიდენტო არჩევნებზე... მათ შორის საკმაოდ დიდი რაოდენობა პრეზიდენტობის კანდიდატ ქალბატონს უჭერს მხარს... იმ კანდიდატს, რომელსაც ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეგობრის იმედი აქვს და დახმარების ხელსაც მისკენ იწვდის.. ჩვენს დიდ მეგობარს საქართველოსთვის 'კარგი' რომ უნდა, დვანის მოვლენებიდანაც საკმაოდ კარგად ჩანს.. ერთმა ლეკმა რესპონდენტმა მითხრა: "ქალბატონ კანდიდატს ვაძლევ ხმას, 8 და-ძმა დაღესტანში მყავს, მეორე დღესვე მათთან წავიდოდი, მე ლეკი/ავარიელი ვარ და მინდა საქართველო რუსეთს შეუერთდეს, აი ქართველებს რატომ უნდათ, ეს აღარ ვიციო'...ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატის ქართველი მომხრეების უმეტესობა ასაკიანი ხალხია.. მათი პასუხები ასეთია "კომუნისტობა ცუდი იყო შვილოო?? ყველა კარგად ვიყავით', 'რუსეთის დროს მაცივარი სავსე მქონდა, ახლა გამოცარიელებულია', 'მერე რა თუ ქართულად აღარა ვლაპარაკობდით, რაა რუსულად ვერ ვაგებინებდით ერთმანეთს?', 'აი სმა-ჭამა კარგი იყო დაა'. როგორც ჩანს, კომუნისტობას მოწყურებულ ხალხი, რუსებთან აიგივებს ძველ დროს და კომუნისტური პერიოდის დაბრუნების იმედი რუსებისგან აქვთ...ძირითადად კომუნისტობა 'კარგ სმა-ჭამასთან' და '10 მანეთად რუსეთში გადაფრენასთან ასოცირდება'.. ყველა ასეთი რესპონდენტი უკიდურესად გაჭირვებულია. ერთმა მოხუცმა ქალბატონმა მითხრა: "მე შვილო ახლა ისე ვარ, უკვე სიკვდილს ველოდები, ჩემთვის ქართულად ლაპარაკი და თავისუფლება უკვე აღარაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მშია, ყოველ საღამოს მშიერი ვწვები, რადგან შეშის ფული მაქვს მოსაგროვებელი, აი კომუნისტების დროს კი… (კომუნისტების ქება დიდება) რუსეთი მინდა შვილო'… როგორც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ქვეყნის პრობლემებს ადამიანების უმეტესობა პირად პრობლემების ჭრილში განიხილავს.. გაჭირვებული ხალხი იმ დონემდეა მისული, გარუსება ურჩევია შიმშილს... ნუთუ მართლა იყიდება საქართველო სმა-ჭამაზე??? გაჭირვებული ქართველი ხალხი მტკივა… გ ა ჭ ი რ ვ ე ბ უ ლ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მ ტ კ ი ვ ა!!!.......…
Posted on: Mon, 07 Oct 2013 06:15:59 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015