გალაკტიონ ტაბიძე / რაც - TopicsExpress



          

გალაკტიონ ტაბიძე / რაც უფრო შორს ხარ რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი, მიუწვდომელი - როგორც ედემი. და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, - მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული - ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული.
Posted on: Sun, 29 Sep 2013 13:01:46 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015