რა მაგარია!!!!!! გავარკვიე, - TopicsExpress



          

რა მაგარია!!!!!! გავარკვიე, რომ მეც და ჩემი ქმარიც აზნაურები ვყოფილვართ, ეტო რაზ :) ახლა ისღა დამრჩენია, ჩამოვყალიბდე, დავრჩე აქ აზნაურად, თუ დავუჯერო გადმოცემას და დავბრუნდე ისტორიულ სამშობლოში - იტალიაში, ეტო დვა:) ჟღენტი გურული წარმოშობის გვარია. ამ გვარის ხალხი ჩოხატაურში, ოზურგეთსა და თბილისში ცხოვრობს. ადრე აზნაურები იყვნენ. გადმოცემის მიხედვით, გვარი რომაული წარმოშობისაა. მეფე გუბაზმა ბიზანტიელთა დახმარებით სპარსელთა ლაშქარი მოიგერია. ზოგი რომაელი ლეგიონერი საქართველოში დაქორწინდა და საცხოვრებლად აქვე დარჩა. მათ გვარად ჯღენტი დაარქვეს. შემდეგ გვარის პირველი ასო შეიცვალა და ჟღენტი გახდა. ჯერჯერობით უცნობია, რას ნიშნავს გვარის ფუძე ჟღენტ. ზოგიერთმა რომაელმა ლეგიონერმა კი გვარად ღლონტი და ჯიბუტი აიღო.
Posted on: Wed, 13 Nov 2013 11:26:50 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015