რაღაც ინფორმაციას - TopicsExpress



          

რაღაც ინფორმაციას ვეძებდი და რადიო თავისუფლების სტატია ამომივარდა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2001 წლის ანგარიშის მოკლე შინაარსია. ქვემოთ ანგარიშის ბმულსაც ნახავთ. ამჟამინდელი მთავარი პროკურორის მარჯვენა ხელი, ლაშა ნაცვლიშვილი 2001 - 2003 წელს უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო. 1990-1999 წლებში პროკურატურას ემსახურებოდა. ვინმე თუ ამიხსნის, რატომ უნდა დავიჯერო, რომ ლაშა ნაცვლიშვილის მარჯვენა ხელად დამნიშნავ ხელისუფლებას ადამიანის უფლებები ანაღვლებს, მზად ვარ მოვუსმინო. ეს ხდება 2001 წელს. "იქვე ნათქვამია, რომ საქართველოში კანონის გატარება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის საქმეა, მათთან ერთად სერიოზულ როლს თამაშობს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროც. ... ანგარიშის ავტორები შემდეგ წერენ, რომ საქართველოს შესახებ მონაცემები ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ბოლო პერიოდში გაუარესდა; მთლიანობაში, ზემოთ ხსენებული არჩევნების დროს დარღვევების გამო არჩეულ იქნა ხელისუფლება, რომლის შეცვლა ხალხისთვის მიუწვდომელი შეიქნა. ანგარიშის თანახმად, კორუმპირებულია სახელისუფლო უწყებები, ძირითად სამართალდამცავი ორგანოები. გაუარესდა ვითარება ციხეებში, იქ არაერთი პატიმარი გარდაიცვალა. ფულისა და ჩვენების გამოძალვის მიზნით პატიმრების წამების არაერთი ფაქტია ცნობილი ანგარიშის ავტორებისთვის. რაც შეეხება პრესას, ის, პრინციპში, თავისუფალი დარჩა, თუ არ ჩავთვლით ჟურნალისტების მიმართ მუქარას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის დაკვირვებით, საქართველოში მძიმე მდგომარეობაში არიან რელიგიური უმცირეოსობანი, რომელთა მიმართ, რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე რომ არაფერი ვთქვათ, არც სახელმწიფო იჩენს შემწყნარებლობას. ... ანგარიშის ავტორები, საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს – საქართველოში ადამიანების უკვალოდ გაქრობას ეხებიან და აცხადებენ, რომ ესპანელი ბიზნესმენების საქმე იქნება თუ პეტრე ცისკარიშვილისა, მათი გატაცების უკან მდგომი პირების დადგენა არ ხდება. შემდგომი ქვეთავი საპატიმროებში მდგომარეობას შეეხება. ამ მხრივ საქართველო ვერც ადრე დაიკვეხნიდა და 2001 წლის ანგარიშშიც არაფერია დამაიმედებელი. ფულის გამოძალვის მიზნით ან კიდევ ჩვენების მიღების გამო საქართველოში პატიმრებს აწამებენ, აწამებენ უკიდურესი ფორმით – ელექტროშოკით, სცემენ უმოწყალოდ. აქ ვკითხულობთ თბილისში დაჭერილი ვინმე რომანოვის შემთხვევაზე, როცა მას ბოთლით გაუპატიურებით ემუქრებოდენენ, თუ არ აღიარებდა ჩვენებას, რომელიც პოლიციელებს სჭირდებოდათ. პოლიციელების მიერ პატიმართან მისული ადვოკატის ცემის ფაქტიც ცნობილია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორებისთვის; ისევე, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძეზე თავდასხმის თუ სახელმწიფო შეთქმულების მცდელობის მოწყობაში ეჭვმიტანილთა საპატიმროებში წამების ფაქტები."
Posted on: Tue, 18 Jun 2013 22:46:45 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015