საქართველოს - TopicsExpress



          

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტათთა ჯგუფის .............განცხადება ...ვარშავაში გარდაიცვალა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ,ყოფილი პოლიტპატიმარი,შევარდნაძის პირადი შურისძიების მსხვერპლი , საქართველოს დამოუკიდებლობის ერთერთი თანაავტორი ვიქტორ დომუხოვსკი. ცნობისთვის: 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დროებითი კომისიის თავმჯდომარემ ვიქტორ დომუხოვსკიმ მოსკოვში 1983 წელს წელს თვითფრინავის გატაცებასთან დაკავშირებით შევარდნაძე დაკითხა ,რის გამოც შურისძიების მიზნით ის ბაქოში გაიტაცეს 1992 წელს და 14 წელი მიუსაჯეს ... 1998 წლის აპრილში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ვიქტორ დომუხოვსკის უკანონო პატიმრობის შესახებ,რადგან უკანანოდ იყო გატაცებული ბაქოდან და პოლიტიზირებული სასამართლოს მიერ კანონდარღვევით ჰქონდა მისჯილი 14 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ქონების კონფისკაციით. . 1998 წლის 23 ნოემბერს ვიქტორ დომუხოვსკის გასანთავისუფლებლად საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მაშინ თავმჯდომარეობდა ევროპის საპარლამენტო ასამბლეას, სადაც საქართველო უნდა მიეღოთ. 25 ნოემბერს პატიმრობიდა განთავისუფლდა და ერთ კვირაში გაემგზავრა პოლონეთში, სადაც უკვე ორი წელი იმყოფებოდა ოჯახი,მეუღლე და შვილები მუშაობა დაიწყო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, 13 წელიწადში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტ სამეცნიერო კვლევებში.. ...ვიქტორ დომუხოვსკიმ თავის დროზე ასე გამოხატა თავისი აზრი სამშობლოს , დამოუკიდებლობის, ქართველების მიმართ :"...მადლიერი ვარ ქართველი ხალხის, რომ გამზარდა პატრიოტად და პატიოსან კაცად. ბედნიერი ვარ, რომ ქართველმა ქალმა გამაჩინა, მეორე ქართველმა ქალმა კი ორი ბიჭი, გვარის გამგრძელებლები, მაჩუქა. ბედნიერი ვარ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ვიყავი მთავრობის სახლის წინ, სადაც მონაწილეობა მივიღე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. ბედნიერი ვარ იმით, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ხალმა ამირჩია დეპუტატად. ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ხელმოწერა არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე. ...ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყავი მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ბედნიერი ვარ იმით, რომ 1991 წლის 22 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე ვიყავი მთავრობის სახლში პრეზიდენტის გვერდით. ბედნიერი ვარ იმით, რომ მერეც მისი თანაშემწე ვიყავი და ბედნიერება მქონდა, ხშირად შევხვედროდი მას. ...ახლა კი ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი სამშობლოს წინაშე ვალდებულებას, რომ არ ვუღალატე და ამიტომ ვზივარ ციხეში. რა არის 14 წელი საქართველოსა და პოლონეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წიანშე. არაფერი! ცხოვრება მიდის წინ და მე კიდევ ჩამოვალ სტუმრად ძლიერ, დამოუკიდებელ, აყვავებულ საქართველოში და ავუხსნი ჩემს შვილიშვილებს (შვილები თავად არიან ყველაფრის მოწმენი), რომ აქ მათი ბაბუა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...“ სამწუხაროდ, მას სამშობლოს ნახვის სურვილი ვერ შევუსრულეთ ,რადგან 25-26 მაისს დანიშნული საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში გადაიდო ... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები ვუსამძიმრებთ ვიქტორ დომუხოვსკის ოჯახს ,სრულიად საქართველოს მის გარდაცვალებას ... საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატები :1.ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე; 2. თეიმურაზ გვანცელაძე;3.რევაზ კემულარია..... 26.05.2013.
Posted on: Sat, 08 Jun 2013 06:37:56 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015