09:01 30-09-2013 საქართველოს - TopicsExpress



          

09:01 30-09-2013 საქართველოს თანაინვესტრების ფონდის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან აცნობეს, ღონისძიებას ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი გახსნის. ფონდის მიზნებზე ისაუბრებენ მმართველი დირექტორები - გიორგი კიკვაძე, ირაკლი მენაბდე და ცოტნე ებრალიძე. პრეზენტაციაზე დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორ გიორგი პერტაიას და ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ გიორგი ჭირაქაძის სიტყვით გამოსვლა. პრეზენტაციაზე მიწვეული არიან საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები. ასევე, მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები, ქვეყანაში მოქმედი და პოტენციური ინვესტორები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები. ფონდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა. კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. დღეისთვის ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი კერძოა და მისი ინვესტორები არიან - დაბი ჯგუფი (Dhabi Group), რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია - ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი და სხვები.
Posted on: Mon, 30 Sep 2013 07:22:20 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015