USAID, REC Georgia-ს და USFS ტრეინინგი - TopicsExpress



          

USAID, REC Georgia-ს და USFS ტრეინინგი ეროვნულ სატყეო სააგენტოში 19-20 სექტემბერს, 13:30 სთ იმერეთის რეგიონის სამსახურის ოფისში (წყალტუბო, სოფელი გუმბრა) USAID და REC Georgia-ს ორგანიზებით ამერიკის სატყეო სერვისის ექსპერტი ქალბატონი ბელა გორდონი ეროვნული სატყეო სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრეინინგებს ჩაატარებს. ტრეინინგი 17-18 სექტემბერს თბილისში, ცენტრალურ ოფისში დაიწყო. ამით ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა სატყეო სფეროში ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს. ტრეინინგი მოიცავს შემდეგ თემებს: ხანძრის პრევენციული ზომები ხანძრის მართვა და ხანძარსაწინააღმდეგო ზომები ტყეში გავრცელებული მავნებლები, მცენარეები და დაავადებები სააგენტოს სტრუქტურული შემადგენლობა თანამშრომლების პროფესიული განვითარება მერქნითსარგებლობის მართვა სატყეო ინფრასტრუქტურა კანონაღსრულების ორგანიზება სამომავლო გამოწვევები აღნიშნუ საკითხებზე ტრეინინგი 23-24 სექტემბერს ეროვნული სატყეო სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური სამსახურების თანამშრომლებისთვისაც ჩატარდება.
Posted on: Thu, 19 Sep 2013 09:04:46 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015