ვისთვის ლამაზი ვარ, - TopicsExpress



          

ვისთვის ლამაზი ვარ, ვისთვის სანატრელი, ვისთვის ძვირფასი და გულით სატარელი, ვისთვის საძულველი, უშნო და წყეული, ღმერთო, დამიფარე, მარტო ვარ, ეული. არავის არასდროს გავწირავ სატირლად, ნეტავ, ჩემს წამწამებს ცრემლი რად აწვიმდა?! გულში იღვრებოდა წვეთები ანკარა და ფუჭმა ოცნებამ სად აღარ მატარა. არავის არასდროს გავწირავ სატირლად, მე რატომღა მტკენენ გულს ასე სასტიკად? ცხოვრება, ტიალი, რა მკაცრი ყოფილა, ვინ იცის, იქნება ჩემი დროც მოვიდა?!.. ვისთვის ლამაზი ვარ, ვისთვის სანატრელი, ვისთვის სიცოცხლე და ვისთვის არაფერი
Posted on: Tue, 06 Aug 2013 12:57:18 +0000

Trending Topics



Recently Viewed Topics




© 2015